„დაგვცინიან თუ რა ხდება, ვერ გავიგე?“ – ლადო სადღობელაშვილი

1,724 წაკითხვა

„არ დავასახელებ შეგნებულად გამგეობას, ერთ-ერთი გამგეობის წევრი ქალბატონი, რომელიც იმ გამგეობაში არ წარმოადგენს არაფერს, არ არის მაღალ დონეზე მომუშავე ადამიანი, არის რიგითი საბუთების ჩამბარებელი, აი, ეს ადამიანი დავინახე, ფოტოებით თავს იწონებდა ღამის პირველ საათზე ერთ-ერთ უბანში“ – ამბობს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლადო სადღობელაშვილი.

„თანაც ფოტოებს ზემოდან ეწერა, დარჩი სახლშიო! ღამის პირველ საათზე ფოტოს დებს და იძახის, დარჩი სახლშიო. დაგვცინიან თუ რა ხდება, ვერ გავიგე?!

ამის შემდეგ მივყევი და გადავედი რამდენიმე პარლამენტარის და მინისტრის შვილების ფეისბუქგვერდებზე. ხომ იცით, თბილისია და აქ არაფერი არ იმალება. მქონდა გარკვეული ინფორმაციები და გადავამოწმე. რას ვხედავ, ეს პატარა გოგო-ბიჭები, რომლებიც ზოგი ამის შვილია, ზოგი იმის, ზოგიც ახლობელ-მეგობარი, არაფერს არ წარმოადგენენ, მაგრამ მათ აქვთ იმის უფლება, რომ ღამე იმოძრაონ ქუჩში. ჩვენ კი 5 წუთი თუ გადაგვიცდა 9 საათს, 3 ათასი ლარით გვაჯარიმებენ. ამიხსნას ვინმემ, რატომ დააწესეს ეს კომენდანტის საათი, კაფეში წავიდოდით თუ რესტორანში? ხომ ვიცით, რომ ყველაფერი დაკეტილია. მართლა ვერ გავიგე აზრი, რაში სჭირდებოდათ კომენდანტის საათის დანიშვნა“.

Next Post

თბილისში შუახნის ქალი, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა

კვი აპრ 19 , 2020
1,724 წაკითხვათბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.  არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მინა ჩაიმსხვრა და ტყვია მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შესაძლოა მოგეწონოთ