„ამ ვიდეოთი ოფიციალურად გაგვაფრთხილეს რა გველოდება“ – ირინა სარიშვილი

1,823 წაკითხვა

მამა–შვილი ივანიშვილების სიტუაციის გათვალისწინებით სრულიად ამაზრზენი ვიდეო არ არის შემთხვევითი და არც ცუდი პიარ–მენეჯერის ბრალია. ეს გახლავთ ამ ქვეყნის ფეოდალი მეპატრონის შეგნებული აქტი, რომლითაც ის დაუფარავად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, რომელსაც ის კაზინოდ თვლის და ადამიანებს სხვადასხვა ღირებულების ფიშკებად, და რაც მთავარია, გვაჩვენებს საკუთარ როლს იმ აბსურდში რაც ეხლა ჩვენს ჯერ კიდევ ქვეყანაში ხდება.
ეს ვიდეო არის საკუთარ ხალხზე გამარჯვებული ოლიგარქის და მისი ოჯახის ემოცია და კარგი ფინალი იქნებოდა ნებისმიერი საშინელებათა ფილმისთვის, სადაც ბოროტი იმარჯვებს კეთილზე!

მაშ ასე! თუ კიდევ აქამდე ბევრი ვერ ხვდებოდა, ამ ვიდეოთი ოფიციალურად გაგვაფრთხილეს რა გველოდება და თუ ამას დავუშვებთ საქართველო უბრალოდ აღარ იარსებებს!
ამის დაშვება არ შეიძლება და დარწმუნებული ვარ სულ ახლო მომავალში ეს ბოროტება კორონას კვალდაკვალ გაყვება. კორონას დასასრული ამ ტირანიის სწრაფი დასასრულის დასაწყისი იქნება – მე ამის გულწრფელად მჯერა!

ირინა სარიშვილი

Next Post

„საქართველოს მთავრობა! - კეთილგონიერება გამოიჩინეთ“ - სოსო მანჯავიძე

ოთხ აპრ 22 , 2020
1,823 წაკითხვასაქართველოს მთავრობა! სასწრაფოდ გააუქმეთ კერძო მანქანების გადადგილების აკრძალვა! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გესმით რა მძიმე შედეგები მოაქვს ასეთ გადაწყვეტილებებს! ან კიდევ ისე ჩანს, რომ როლში შეიჭერით და სიმართლის მოსმენას მაამებელთა ტყუილების სმენა გირჩევნიათ.! კეთილგონიერება გამოიჩინეთ, მარნეულის მოვლენები ძალიან სერიოზული სიგნალია! სოსო მანჯავიძე