კოვიდის შემდეგ წითელა და პოლიომელიტი? – ჯანმო განცხადებას ავრცელებს

1,715 წაკითხვა

ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით, ვაქცინაციის სამსახურის შეფერხებამ, შესაძლოა, ისეთი ინფექციური დაავადებების აფეთქება გამოიწვიოს, როგორებიც არის წითელა და პოლიომელიტი, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

„COVID-19-ის პანდემიის შედეგად, იმუნიზაციის სამსახურის მუშაობის შეჩერება ისეთი დაავადებების აფეთქების რისკს ზრდის, რომელთა არიდება ეფექტური ვაქცინების გარეშე შეუძლებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მაშინ, როდესაც საგანგებო ვითარებების დროს ვაქცინაციის სამსახურები შეფერხებით იწყებენ მუშაობას, ისეთი დაავადებების რისკი იზრდება, როგორიც არის წითელა და პოლიომელიტი.

WHO-ში ამბობენ, რომ წითელას აფეთქებას 2019 წელს კონგოში 6 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

​ „დაავადებათა აფეთქებები საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდნენ, მაშინ როდესაც გვაქვს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები. მაშინ როდესაც მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ცდილობს, არ უნდა დავმარცხდეთ იმ დაავადებებთან ბრძოლაში, რომელთა არიდება ვაქცინით არის შესაძლებელი. ეს დაავადებები დაბრუნდება, თუ მათ საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ ჩავატარებთ”, – ნათქვამია ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებაში.

წყარო: Kvira.ge

Next Post

„სად არის „ეკლესიის კლასტერი“ - ბონდო მძინარაშვილი

ხუთ აპრ 23 , 2020
1,715 წაკითხვაჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქში წერს: „ხარების დღესასწაული 7 აპრილს იყო! ათასობით მორწმუნე ეზიარა იმ დღეს ზიარების წესის შეუცვლელად! დღეს 24 აპრილია, – ხარების დღესასწაულიდან და მორწმუნეთა ზიარებიდან 17 დღე გავიდა! ჰოდა, „ერთი კოვზით“ შეშფოთებულებო, ბეჭი რომ ამოიგდეთ, – სად არის „ეკლესიის კლასტერი“?! – წერს ბონდო მძინარაშვილი.