დონალდ ტრამპი CNN-სა და Washington Post-ს – „მე პრეზიდენტი ვარ, თქვენ კი ყალბი ამბების სააგენტო“

1,313 წაკითხვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს CNN-სა და Washington Post-ს ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში დასდო ბრალი. ტრამპმა CNN-ის ჟურნალისტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შესახებ კითხვის დასმის საშუალება არ მისცა და განუცხადა, რომ ისინი სიმართლეს არ წერენ და CNN ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ტყუილია, რის გავრცელებაშიც წვლილი CNN-ს მიუძღვის. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი კორონავირუსთან დაკავშირებით Washington Post-ის ჟურნალისტის დასმულმა შეკითხვამაც გააღიზიანა.

„შეწყვიტეთ მსგავსი პროვოკაციული შეკითხვების დასმა. მე აშშ-ის პრეზიდენტი ვარ, თქვენ კი ყალბი ახალი ამბების სააგენტო“ – განაცხადა მან.

ipn.ge

 

Next Post

„მეგობრებო, დაიწყო მართული შეტევა ჩემზე და ჩემს კოლეგებზე“ - პაატა იმნაძე

პარ აპრ 24 , 2020
1,313 წაკითხვადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, მისი და კოლეგების მიმართ დაიწყო მართული შეტევა. იგი ასევე ავრცელებს მარინა ეზუგბაიას სახელით გახსნილი გვერდის ბმულს და წერს, რომ დაარეპორტონ, რადგან ყალბი გვერდია: „მეგობრებო, დაიწყო მართული შეტევა ჩემზე და ჩემს კოლეგებზე, გთხოვთ დაარეპორტეთ ეს გვერდი“– წერს პაატა იმნაძე.

შესაძლოა მოგეწონოთ