გახარია სააკაშვილზე – პირადად ჩემთვის, მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის თმით თრევა რესტორანში, ისევე როგორც მისი ვიცე-პრემიერობა

საკოორდინაციო საბჭოს მიერ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე სავარაუდო დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა:

,,უკრაინის სახელმწიფო, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი ვიწრო პოლიტიკური კონეიქტურა, თუმცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული, უკვე მისჯილი და ძებლინი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიმე რესტორანში თმებით თრევა და ომონის თუ პოლიციის სახით იქიდან გამოყვანა – ესეც მიუღებელია,  ამას საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება, ჩვენ უკრაინიდან ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციების მისაღებად გამოვიწვევთ.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *