1,984 წაკითხვა
ნიკა გვარამია ფეისბუქში წერს:
„აგრესიული ტესტირება უნდა გაუქმდეს!
რა კარგად ვიყავით ყველანი, ეგ ნაძირლობა სანამ დიდ ციფრებს არ დაგვიდებდა და ნერვებს არ მოგვიშლიდა! როგორ გვჯეროდა, რომ ამერიკას ვუსწრებთ ჯანდაცვაში, რომ ცერცვაძე და ეზუგბაია ყველაზე დონე ინფექციონისტები არიან და ფაუჩი მაგათი ლაბორანტი იყო თავის დროზე, აშშ-სსრკ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და ახლაც მაგათ ეკითხება რჩევებს! როგორ ზუსტად ვიცოდით, რომ საბოლოოდ მარტო ჩვენ გადავრჩებით პლანეტაზე და თეთრ სახლში ბერა გარეპავდა ხოლმე და ინდაურის ნაცვლად ფარშევანგს გაუშვებდა საშობაოდ!
გააუქმეთ სასწრაფოდ! დაგვიბრუნეთ ჩვენი თითქმის ახდენილი ქართული ოცნება!“