„მაგთიკომი“ მომხმარებლებს აფრთხილებს

1,568 წაკითხვა

კომპანია „მაგთიკომი“ მომხმარებლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც კომპანიის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, „მაგთიკომის“ აბონენტებთან დილიდან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, რომელთა საწყისი კოდებია: 338, 3246, 3490, 3705, 3712, 4367.

„ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში, აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური.

აღნიშნული მიმართულებები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ“, – აცხადებენ „მაგთიკომში“.

 

Next Post

„ეს გარეწარი! ესენი სამუდამოდ უნდა ჩაალპო ციხეში“ - ბონდო მძინარაშვილი

ორშ აპრ 27 , 2020
1,568 წაკითხვაჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს, რომელშიც მან გირგვლიანის საქმეზე ისაბურა და და თქვა, რომ მისი ოჯახის კომფორტს ზიანი მიადგა. „ეს გარეწარი! ამის ოჯახის კომფორტმა რომ გირგვლიანის ოჯახი შეიწირა იმას კი არ წუხს, თავისი ოჯახის კომფორტისთვის ზიანის მიყენება აწუხებს! არა რა, ნაცსექტანტს არაფერი გამოასწორებს! ესენი სამუდამოდ უნდა ჩაალპო ციხეში, ბნელ საკანში! ეს დამპლები“– წერს ბონდო მძინარაშვილი.

შესაძლოა მოგეწონოთ