„გვეკაიფება საქოცეთი თავისი იმედიანად? სიტყვებიც აღარ მყოფნის რომ ის ვთქვა რასაც იმსახურებთ“ – ნინო ჯანგირაშვილი

2,543 წაკითხვა

ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქზე წერს:

„ახლა აღმოვაჩინე, სანამ მამა–შვილს სადარბაზოდან უდისტანციოდ გამოსვლისთვის და ცოლ–ქმარს მანქანაში გვერდიგვერდ ჯდომისთვის 3000 ლარით აჯარიმებენ, იმედს აუგუგუნებია ახალი გადაცემა 6 აპრილიდან, გუნდებით, ორკესტრებით, სტუდიაში ტაშისმკვრელი აუდიტორიებით, მოკლედ ყველაფრით, რაც საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოში აკრძალულია. თან ზედ აწერიათ დარჩი სახლშიო. გვეკაიფება საქოცეთი თავისი იმედიანად? ამ სახლში ულუკმაპუროდ გამოკეტილ ხალხს იმედის მასოვკები უნდა აყურებინოთ და თან დააჯეროთ რომ ცოლთან ერთად მანქანაში ჯდომით მსოფლიო პანდემიას აღვივებენ? იმედის კლასტერს როდის ტესტავთ? თუ ეგენიც მადლმოსილები არიან და ვირუსი არ ეკარებათ? სიტყვებიც აღარ მყოფნის რომ ის ვთქვა რასაც იმსახურებთ.“

Next Post

„ოცი წლის წინ გარდაცვლილი სომეხი მეზობელი დამესიზმრა - გახარიას გადაეცი..“

სამ აპრ 28 , 2020
2,543 წაკითხვამეგი გოცირიძე ფეისბუქსზე წერს: „ოცი წლის წინ გარდაცვლილი ჩემი სომეხი მეზობელი დამესიზმრა, რომელსაც არავინ ჰყავდა, მე ვუვლიდი, ქაჯის არჩევნებზე სიაშიც იყო , ბიულეტენიც მოუტანეს ეზოში, ბევრი ვეცადე და სიიდან ვერ ამოვაღებინე, აღდგომას მის საფლავზე წითელ კვერცხსაც მე ვუგორებდი, ჰოდა დამესიზმრა და გახარიას გადაეცი ხარაშო, როგორც უკვერცხოდ დამტოვე, დაგჭირდები არჩევნებზე და ჩემი ფეხი აღარ იქნება უბანზეო“.