„კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, აშშ-ის ადმინისტრაცია სერიოზულ გამოძიებას აწარმოებს“ – დონალდ ტრამპი

1,588 წაკითხვა

„კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, აშშ-ის ადმინისტრაცია სერიოზულ გამოძიებას აწარმოებს“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, საზოგადოება დეტალებს შესაბამის დროს გაიგებს.

მისი თქმით, ჩინეთს შეეძლო კორონავირუსის შეჩერება, ვიდრე ის მთელ მსოფლიოს მოედებოდა.

„ბევრი გზაა, რითაც შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობა დადგეს. ჩვენ ძალიან სერიოზულ გამოძიებას ვაწარმოებთ და ჩინეთის კმაყოფილი არ ვართ. არ ვართ კმაყოფილი არსებული სიტუაციით, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებელი იყო ამის შეჩერება წყაროსთან. შეიძლებოდა მისი სწრაფად შეჩერება, რომ არ გავრცელებულიყო მთელ მსოფლიოში. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ამდენი ზედმეტი სიკვდილი იყო. ეს შეიძლებოდა გაჩერებულიყო და ცოტა ხნის წინ შეჩერებულიყო, მაგრამ ვიღაცამ დიდი ხნის წინ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, არ გაეკეთებინა ეს. ამის გამო მთელი მსოფლიო იტანჯება, სულ მცირე, 184 ქვეყანა“, – თქვა ტრამპმა.

Next Post

„ხათუნა სამნიძევ, გრცხვენოდეს, რომ ბოღმა და უტიფარი, უპრინციპო..“ - გია აბაშიძე

სამ აპრ 28 , 2020
1,588 წაკითხვაანალიტიკოსი გია აბაშიძე „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ, დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს მიმართავს: „ურეიტინგო „რესპუბლიკური პარტია“ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლოდროინდელი მძიმე განცხადებები და ქმედებები უკრაინის შიდა პოლიტიკურ/საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას. საქართველოს ღია და დაუფარავი მტრობა, […]