„ხათუნა სამნიძევ, გრცხვენოდეს, რომ ბოღმა და უტიფარი, უპრინციპო..“ – გია აბაშიძე

1,954 წაკითხვა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ, დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს მიმართავს:

„ურეიტინგო „რესპუბლიკური პარტია“ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლოდროინდელი მძიმე განცხადებები და ქმედებები უკრაინის შიდა პოლიტიკურ/საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას.

საქართველოს ღია და დაუფარავი მტრობა, ასე შევაფასებდი ამ განცხადებას.

ხათუნა სამნიძევ, გრცხვენოდეს, რომ ბოღმა და უტიფარი, უპრინციპო ბერძენიშვილების დონის ქვემოთ ჩაეშვი! მრცხვენია, რომ მიმეგობრია შენთან [ამოგშალე და რეალობაში იგნორი, როგორც ყველა მავნებელს]. „რესპუბლიკელებს“ რეიტინგი არასოდეს გქონდათ, მუდმივად ვიღაცის „პრიკუპში“. ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ საარჩევნო ბიულეტენში ჩაიწეროთ. ზებანძები და სრულიად ურეიტინგონი

2  საათია გიდევთ განცხადება და 16 ‘ლაიქი’. ირიბად მე გიწევთ რეკლამას“- წერს გია აბაშიძე.

Next Post

„საქართველოში კულტურა მე შევიტანე, ჩემამდე ქართველები ბომჟები იყვნენ“

სამ აპრ 28 , 2020
1,954 წაკითხვაჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალური ქსელის საშუალებით მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ის საქართველოს შესახებ საუბრობს და აღნიშნავს რომ მისი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. „საქართველოში კულტურა მე შევიტანე, ჩემამდე ქართველები ბომჟები იყვნენო“ ღირსი არ არის ეს ახლა, სულ ელისტრაკოს ბარკალი ურტყან იმ მიუნჰაუზენურ ბინძურ ტუჩებში? ჰაი გიდი, დალოცვილი 80-იანი წლები: რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრები, სუხიშვილების ანსამბლი, ორერა, […]