„ერთსაც დავწერ, ოღონდ ნუ დამძრახავთ, გვარის დაწერა არ მინდა ..“ – გულბაათ რცხილაძე

1,512 წაკითხვა

ერთსაც დავწერ, ოღონდ ნუ დამძრახავთ, გვარის დაწერა არ მინდა. 2012 წელს, არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, ერთი საინტერესო კოლეგა გავიცანი (საიდან და როგორ, აღარ მახსოვს). აღმოვჩნდი მის ოფისში, მთხოვა საქმეზე მისვლა. თავის კიდევ ერთ კოლეგასთან ერთად ასეთი შემოთავაზება გამიკეთა: ბატონო გულბაათ, აქ გვაქვს გამოკითხვის შედეგები, იქნებ თქვენ გამოაცხადოთ თქვენი ევრაზიის ინსტიტუტის სახელით და გასამრჯელოზე მოვილაპარაკოთო…
დავხედე გამოკითხვის შედეგებს – ვხედავ, აშკარა სიყალბეა. ყველასთვის აშკარა არა, არამედ ჩემთვისაა აშკარა. ისეა ჩახუჭუჭებული ყველაფერი, რომ ობივატელი უცბად ვერ მიხვდეს, მაგრამ ქვეცნობიერში უნდა ჩარჩეს, რომ ქოცნება აგებს არჩევნებს, გნაცები კი დამაჯერებლად იგებენ. ამ ფურცლებს ვუყურებ, თან კოლეგების დაძაბულ მზერას ვგრძნობ – ელიან, რას ვუპასუხებ… რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი – არა უხეშად, არამედ როგორც მჩვევია, თავაზიანად. ეს ამბავი კი მაშინ მახსენდება ხოლმე, როდესაც ხანდახან ტელევიზორს ჩავრთავ და, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ არხზე, ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში, ყველაზე რეიტინგულ საღამოს ეთერში, ეს ჩემი საინტერესო კოლეგა შაქარივით დნება ქოცნების “მიღწევების” ქება-დიდებაში, გნაცებს კი თხრის და აპარტახებს.
ოხერი რამეა ფული, ძალიან ოხერი.

გულბაათ რცხილაძე

Next Post

„მანიაკი დააპაშოლეს“ – ბონდო მძინარაშვილი

სამ აპრ 28 , 2020
1,512 წაკითხვაჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ინფორმაციას, რომლის მიხედვით, უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა უკან გაიწვიეს: „მანიაკი დააპაშოლეს! უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, სააკაშვილს მთავრობაში თანამდებობაზე ვერც დანიშნავდნენ, რადგან საქართველოში მსჯავრდებულია! საქართველო და უკრაინა, შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად, აღიარებენ ამ ქვეყნების სასამართლოების გადაწყვეტილებებს! ამიტომაც, უკრაინის მთავრობამ, ვითარებაში გარკვევის შემდეგ, უმაღლეს რადას მიმართა და გაიწვია სააკაშვილის კანდიდატურა! უმაღლეს რადაში ხმები არ ჰყოფნის […]

შესაძლოა მოგეწონოთ