პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
სააკაშვილს ვიცე-პრემიერად ნიშნავენ და მსოფლიო მას აღიქვამს, როგორც ქრთამისგან თავისუფალი პოლიციისა და მცირე, ეფექტიანი ბიუროკრატიის შემქმნელ ლიდერს, რომელსაც ადამიანის უფლებების სფეროში
„მცირე გადაცდომებიც“ ჰქონდა. ერთპარტიული მმართველობა, პოლიტიზირებული სამართალდამცავი უწყებები, მედიისა და ოპოზიციის დევნა, წამება ციხეებში, დაკარგული ტერიტორიები საზღვარგარეთ არავის ახსოვს, აქაც ივიწყებენ …
რეპრესიებისა და ძალადობის, შანტაჟისა და შიშის მასობრივად დანერგვაზე პასუხისმგებელი პირი, ავტორიტარიზმის მთავარი აღმსრულებელი – მერაბიშვილი ტელევიზიით აცხადებს, რომ მან არაფერი იცოდა, ის არაფერშია დამნაშავე, არაფერი არ აქვს სანანებელი…
ცხადია, საქართველოში მედიას პრობლემები აქვს. მხოლოდ „აჭარის ტელევიზიის“ უსაზიზღრესი მმართველობა რად ღირს! მაგრამ იარაღით არავინ არსად შევარდნილა, ქვეყანაში ასამდე ტელევიზია მოქმედებს, ვისაც რას უნდა იმას წერს და ავრცელებს
… ამ დროს კი, სახელგანთქმული და უპირობო ნაძირალა, გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში მედია ამაზე მძიმე დღეში არასდროს ყოფილა.
ამ განუკითხაობის, უტიფრობისა და უზნეობის შემხედვარე ადამიანს შეიძლება გული გაუსკდეს. ვისი ბრალია ასეთი მოშხამული გარემოს ჩამოყალიბება?
„ქართულ ოცნებას“ შეეძლო სააკაშვილისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება (რითია ნიქსონზე ან ქლინთონზე მეტი), კეზერაშვილისა და მეორე ახალაიას პროფესიონალურად გასამართლება, ადეიშვილისთვის ბრალის წაყენება… კვალიფიციურად რომ დაეწყოთ ბრძოლა, მიწის გულიდან ამოვთხრიდით ამ ადამიანებს და ციხეში გავამწესებდით. არც ტელევიზიების დაფინანსების თავი ექნებოდათ, არც საერთაშორისო ასპარეზზე თავის მოწონების. ახალი ოპოზიციისთვისაც გაიხსნებოდა ფანჯარა.
ნაცვლად ამისა, ივანიშვილმა დამნაშავეები გაათავისუფლა, დამნაშავეთა მსახურები გვერდით ამოიყენა (პარლამენტში, სასამართლოში, სუს-ში) და მოსპო შესაძლებლობა, რომ ელემენტარული პროგრესის გზაზე შევმდგარიყავით. მეტიც თვალების დათხრა, სპეცოპერაციების დროს ბიჭების დახოცვა და შემდეგ საქმეების მიჩქმალვაც წესად დანერგა…
რომელ კედელს ვეცეთ, ამ საზიზღრობების შეხედვარე. ერთ ადგილს ვტკეპნით. ლევან ბერძენიშვილს დავურეკე და ვერ გამიგო …“– წერს ლევან ლორთქიფანიძე.