„ეს ბლეფი წინადადებები არ შესრულდება!“ – დემურ გიორხელიძე

6,271 წაკითხვა

„200 მილიონი ლარით  შეამცირეს ბიუჯეტის ხარჯები და სულ ეს არის. მიკვირს, რატომ არ აკეთებს მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებას, რატომ არ შემოაქვს კანონპროექტი იმის თაობაზე, როგორი იქნება ახალი ბიუჯეტი,  რა ცვლილებები შევა მასში“ – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე „ალია“-სთან ინტერიუში, მისი თქმით:

„ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგება ბიუჯეტს, სერიოზულად მოიკლებს შემოსავლები. მე ვერ დავეთანხმები მთავრობას, რომ წელს 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი  დააკლდება  ბიუჯეტს, გაცილებით მეტი იქნება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა მდგომარეობა იქნება მსოფლიოში. ამ ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში კარგი არაფერი მოხდება არც ეკონომიკაში და არც სხვა სფეროებში. ეს ერთი წელი საქართველოსთვის იქნება უმძიმესი. ამ უმძიმესი მდგომარეობის გადატანის ღონისძიებები ამ ანტიკრიზისულ  გეგმაში ვერ დავინახე. რაც კეთდება, კეთდება ვიწრო წრის კეთილდღეობისთვის. ავიღოთ, დღგ–ს გადასახადის  დაუყონებლივ დაბრუნება ბიზნესისთვის, რაზედაც იყო ლაპარაკი. სანაძლეოს დაგიდებთ, გარდა პრივილეგირებული, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისა, ამით ვერავინ ისარგებლებს. მოითხოვენ ბიზნესმენები კანონიერად დღგ–ს გადასახადის სასწრაფოდ  უკან დაბრუნებას?  მაშინვე ჩაერთვება შემოსავლების სამსახური, ეტყვიან, როგორ გაბედე და მოითხოვე დღგ–ს უკან დაბრუნება, მერე გამოუჩხრეკენ რაღაც კანონდარღვევას და აჰკიდებენ უზარმაზარ ჯარიმას. იმის ნაცვლად, რომ იქით მისცენ ფული, აქეთ წაართმევენ. პრემიერ მინისტრი კიდევ მიმტკიცებს, რომ  შემოსავლების სამსახური ავტომატურად დაუბრუნებს დღგ–ს  ბიზნესს. არ დაუბრუნებს!!! ეს ბლეფი წინადადებები არ შესრულდება!“, – აცხადებს გიორხელიძე.

Next Post

„ჩემი ხელიც ურევია, უკრაინაში მიშიკოს მარცხში“ - ლალი მოროშკინა

ხუთ აპრ 30 , 2020
6,271 წაკითხვაჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფეისბუქში წერს: „ჩემი ხელიც ურევია, უკრაინაში მიშიკოს მარცხში…არაფერი პირადული“- წერს ლალი მოროშკინა.