„ახალი ტელევიზიის სახელი „მთავარი არხი“ იქნება“ – ნიკა გვარამია

63 Views

ნიკა გვარამიას თქმით, ახალი ტელევიზიის სახელი „მთავარი არხი“ იქნება. „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი რუსთაველის გამზირზე გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმრობდა.

ნიკა გვარამიას თქმით, იმის მიუხედავად, დაიჭერენ თუ არა მას, ის განაგრძობს ახალი ტელევიზიის შექმნას.

„საქართველოში დიქტატურაა და ეს საბრძოლოა. ჩამსვამენ, არ ჩამსვამენ, მარტო ჩემზე არ გადის ბრძოლის ხაზი, ჩვენ ამ ბრძოლას მაინც მოვიგებთ და ტელევიზიას მაინც ავაშენებთ, ჩასმის თუ არჩასმის მიუხედავად“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

რუსთავი2

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

თბილისში სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს დედაქალაქის შემოსასვლელებთან დატოვებს

ორშ აგვ 12 , 2019
63 Viewsთბილისში, სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა. როგორც აბესაძემ აღნიშნა, მგზავრობა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში უნდა დასრულდეს. „ეს არის სენსიტიური საკითხი. ჩვენი, ხაზს ვუსვამ – ჩვენი ჯგუფის რეკომენდაციაა სხვა ქალაქებიდან შემოსულმა მგზავრმა თბილისის […]