ორი არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

1,455 წაკითხვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დ.რ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 9 აგვისტოს, ღამის საათებში ქ.თბილისში, არასრულწლოვან ძმებს – ე.ჩ.-ს და დ.ჩ.-ს დ.რ.-სთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ. აღნიშნულით განაწყენებულმა დ.რ.-მ საცხოვრებელი სახლიდან წაღებული ორლულიანი სანადირო თოფიდან, მოკვლის განზრახვით, დამიზნებით,  ჯერ დ.ჩ.-ს ესროლა, რომელსაც კისრის არეში მიაყენა დაზიანება, ხოლო შემდეგ ე.ჩ.-ს, რომელმაც სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა  თავის არეში მიიღო. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ე.ჩ.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

სამართალდამცველებმა დ.რ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“  ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვანი პირის მიმართ) წარედგინა. დ.რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.რ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა.

Next Post

ქეთი დოლიძის პასუხი თაკო ჩარკვიანს - „„წერეთ, მლანძღეთ! მე კი ასე ვარ მაინც!..“

პარ მაი 1 , 2020
1,455 წაკითხვაკინორეჟისორი ქეთი დოლიძე ეხმიანება თაკო ჩარკვიანის ფეისბუქ მიმართვას: „წერეთ, მლანძღეთ! მე კი ასე ვარ მაინც! მთელ მსოფლიოში ჩემს მეგობრებს ველაპარაკები! ერთმანეთს სიყვარულს ვუხსნით, ვამხნევებთ! ამ საწოლ ოთახში ჯერ დედა და მამა ბინადრობდნენ, მერე მამა და მე, მერე მარტო მე, მერე მე და კოკა!აქ  ამ საწოლში, 13 წლამდე ჩემს გვერდზე იყო ჩემი დისშვილი ხათუნა იოსელიანი, მერე ჩემი შვილები, მერე ჩემი […]

შესაძლოა მოგეწონოთ