საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა გახდეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენელი მინისტრთა კაბინეტში და ეროვნული რეფორმების საბჭოს მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ხელმძღვანელობს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა მომავალი კვირისთვის არის დაგეგმილი.
„იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ გავარკვევთ ამ ინფორმაციას და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს, თუ ბატონი სააკაშვილი დაეხმარება ჩვენს ქვეყანას რეფორმირების კუთხით“ – განაცხადა პრეზიდენტი ზელენსკის აპარატის უფროსის მოადგილემ კირი ტიმოშენკომ Украина 24-თან ინტერვიუს დროს.
ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს censor.net-ი.