ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში ეხმიანება ე.წ სწრაფი ტესტების შესახებ, ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს:
„ესპანეთის ახალ ამბებს ვუყურე. გამოდის მთავარი ოპოზიციური პარტიის, PP-ს ლიდერი, პაბლო კასადო და ამტკიცებს, ჩვენი ხსნა ტესტირებაშია, მოსახლეობას უფლება აქვს იცოდეს ვინ არის ვირუსის მატარებელი და ვინ არა და მთავრობა განგებ აჭიანურებს ამ პროცესსო. (არადა, ტარდება ტესტირება) პირიქით რომ ყოფილიყო, ანუ PP-ს მოეგო არჩევნები და სოციალისტები ოპოზიციაში ყოფილიყვნენ, იგივე ტექსტით ესპანეთის ახლანდელი პრეზიდენტი, პედრო სანჩესი გამოვიდოდა, პაბლო კასადო კი იტყოდა, ყველაფერი კეთდება რაც საჭიროა და აგრესიული ტესტირებაც მაშინ დაიწყება, როცა ამას მედიკოსები ჩათვლიან საჭიროდო.
ეტყობა მთელი მსოფლიოს ოპოზიციონერებმა ეს თემა დაიხვიეს ხელზე და ვინმემ მიაწვდინეთ ხმა ვაშაძეს, ფეისბუქის ყოველ გახსნაზე რომ ამომიხტება და კატონ უფროსის სიჯიუტით, სწრაფ ტესტირებას ითხოვს (იმას კართაგენის დანგრევა ჰქონდა დაჩემებული), რამე ახალი და ორიგინალური მოიფიქროს, მაგალითად მოსთხოვოს მთავრობას, უზრუნველყოს რეგიონებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტრანსპორტირება, თორემ მარნეულის კიტრის ამბავმა ხომ უკვე მიაღწია ტრამპის ყურამდე და ალუჩის და მარწყვის სეზონი რომ დაიწყება, სიენენი, ბიბისი და ტელემუნდო ერთად ჩამოვლენ გასაშუქებლად“– წერს თეა გვასალია.