კახეთში კორონავირუსის პირველი ფაქტი გამოვლინა

1,059 წაკითხვა

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებიან და ინფიცირებულის კლასტერს იკვლევენ.

ყვარლის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ტელმან ხვედელიძის განცხადებით, ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.

მისივე თქმით, ქალს რისკჯგუფის მქონე ადამიანებთან კონტაქტი არ ქონია. პრევენციის მიზნით, მედიკოსების გამოკვლევის დროს კორონავირუსი მას „პისიარ“ ტესტით გამოუვლინდა.

ეპიდემიოლოგები ყვარლის მედპერსონალის დამატებით გამოიკვლევენ.

Next Post

როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

შაბ მაი 2 , 2020
1,059 წაკითხვასაზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა ამ ეტაპზე არ განიხილება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. „ამ ეტაპზე არ განვიხილავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობის განახლებას, ვინაიდან, სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია. ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს მშენებლობებისა და სამშენებლო მასალების წარმოების დაშვებაზე იმაზე ადრეულ ეტაპზე, ვიდრე ეს გეგმით არის გათვალისწინებული“,– განაცხადა […]

შესაძლოა მოგეწონოთ