2,037 წაკითხვა
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა ამ ეტაპზე არ განიხილება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
„ამ ეტაპზე არ განვიხილავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობის განახლებას, ვინაიდან, სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია. ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს მშენებლობებისა და სამშენებლო მასალების წარმოების დაშვებაზე იმაზე ადრეულ ეტაპზე, ვიდრე ეს გეგმით არის გათვალისწინებული“,– განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.