„რატომ ნიშნავს ზელენსკი სააკაშვილს? – ჩვენ თვალები ვაბრიალოთ, იქ კი პოლიტიკა კეთდება“ – გია ხუხაშვილი

4,806 წაკითხვა

გია ხუხაშვილის მოსაზრება სოციალურ ქსელში, რომელიც უკრაინაში,  მიხეილ სააკაშვილის ახალ პოლიტიკურ თანამდებობას ეხება:

„რატომ ნიშნავს ზელენსკი სააკაშვილს?
1. ზელენსკიმ ვერ შეძლო კორუმპირებული სისტემის დანგრევა. შესაბამისად სჭირდება ბულდოზერი, რომელიც სისტემას შეაზანზარებს.
2. დააბალანსებს ავაკოვს, რომელსაც თვითონ ვერაფერი მოუხერხა.

3. ცივ წყალს გადაასხამს პოროშენკოს რევანშისტულ გეგმებს.
4. „თუ ვინმეს ვერ ერევი, იმეგობრე მასთან“ – პრინციპით ერთ „ზანოზას“ იშორებს.
მოკლედ, მას უნდა შეტევის აქცენტები გადაიტანოს სააკაშვილზე და თვითონ არბიტრის როლში ჩადგეს.

ის ფიქრობს, რომ უეჭველს თამაშობს. თუ სააკაშვილი წარმატებული იქნა, დივიდენდებს თვითონ მიიღებს, თუ წააგო, ერთ პოტენციურ პრობლემას მოიშორებს. ამ ბრძოლებში კი მისი მტრები დასუსტდებიან. ჩვენ თვალები ვაბრიალოთ, იქ კი პოლიტიკა კეთდება.“- წერს გია ხუხაშვილი.

Next Post

ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი თენგიზ ცერცვაძის განცხადებაზე

კვი მაი 3 , 2020
4,806 წაკითხვაექიმი (ალერგოლოგ-იმუნოლოგი) ბიძინა კულუმბეგოვი ეხმიანება ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შენიშვნას მის მიმარ: “ჩემი მთავარი მიზანი და ერთადერთი მოვალეობა, კოვიდ-19-ის დროს, მოსახლეობის სწორი ინფორმირება და მხოლოდ დამშვიდებაა, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მხრიდან მასზე მოხდენილ რეაგირებაზე პასუხი პუნქტობრივად გავცე: – ერთდაერთი ჩემს ხელთ არსებული წყარო, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი […]