1,765 წაკითხვა
მარნეულში ცხოვრობს უაღრესად მშრომელი ხალხი,უპირველესად ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე ვამბობ, წელიწადში ორი-სამი მოსავალი მოყავთ ,რომ გამოგვკვებონ და უმთავრესად თბილისი მოამარაგონ, სწორედ მათი დაკოჟრილი ხელებით ვჭამთ პურს .ამ უაზრო საგანგებომ, შეუბრალებელმა საკარანტინო რეჟიმმა და კომენდანტის საათმა მაგ ხალხს ლუკმა-პური გაუნადგურა, ნერვები დაწყვეტილი აქვთ, ამიტომაც დაუშვებელია ისეთი სისულელეების ბლუყუნი რასაც აქ ვკითხულობ. ჩვენ ერთად ვაშენებთ მომავლის დიდ საქართველოს და ეს გაიცნობიეროს ყველა ემოციებზე ავარდნილმა თვითმარქვია მოაზროვნემ.
შალვა ნათელაშვილი