„წყალწაღებული ნაცბაქტერიები გურულს ეკიდებიან!“ – ხათუნა ხოფერია

2,268 წაკითხვა

ხათუნა ხოფერიას გამოხმაურება ექიმ მარინა ეზუგბაიას განცხადებაზე, რომელიც ეკა კვესიტაძესა და ექიმ ზურაბ გურულს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს:

„საქართველოს მტრები- ქართველი გმირი ექიმების წინააღმდეგ! სხვაგვარად ვერ განმარტავ იმ აბსურდს, რაც ტელესივრცეში ხდება!

წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო! გურული (ეგ ისეთი გურულია, როგორიც მე მონიკა ბელუჩი) კორონას ეკიდება! წყალწაღებული ნაცბაქტერიები კი გურულს ეკიდებიან! ის, რასაც ქართველი ექიმები აკეთებენ, თავიდანვე გმირობა იყო და ასე ღირსეულად ასრულებენ თავის პროფესიონალურ მოვალეობას! ერთმა მეგობარმა, რომელსაც საკუთარი კლინიკები აქვს რუსეთში, მომიყვა ის საშინელება, რაც იქ ხდება. ჩემ კითხვაზე, – ჩვენთან რატომ არის ასე დაბალი სიკვდილიანობათქო? დაუფიქრებლად მიპასუხა: – ქართველი ექიმები შეთხლეშილები არიან თითოეული ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენადო!

დიახ, ასე მითხრა… შეთხლეშილები არიანო… სხვაგვარად არ ვიცი რა სიტყვით ვთქვა ის თავდადება, რასაც ეგენი აკეთებენო… ჩვენო ექიმებო, არ იფიქროთ, რომ თქვენდამი ნდობა, მადლიერება, თქვენით აღფრთოვანება ერთი წამითაც დადგეს ეჭვქვეშ!

ჩვენ, შესაძლოა, ვიკამათოთ ვაქცინაზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე, სტრესულ გარემოზე, ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითების სხვადასხვა ხელოვნურად შექმნილ ფაქტორებზე, მაგრამ არასოდეს დავაყენებთ ეჭვქვეშ თქვენდამი ნდობას, თქვენს პროფესიონალიზმს და თქვენს თავგანწირვას! მადლობა კიდევ ერთხელ!“ – წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქში.

Next Post

„კარგია გქონდეს უნარი, დუმილით უყურო როგორ კარგავენ ადამიანები სახეს“ - ნოდარ მელაძე

კვი მაი 3 , 2020
2,268 წაკითხვატვ პირველის მთავარი პროდიუსერის, ნოდარ მელაძის პოსტი ფეისბუქში: „რა კარგია გქონდეს უნარი, დუმილით უყურო როგორ კარგავენ ადამიანები სახეს. ეს დუმილი, გეხმარება, არ გახდე მათნაირი და ხელს უწყობს მათ, კარგად გამოაჩინონ თავისი რეალური სახე! ხვალ, დღევანდელ ამბავს ყავლი გაუვა, ხვალინდელს ზეგ, უბრალოდ სულ მაინტერესებს, ნეტა შემოხედვა თუ შერცხვებათ? დუმილი ჩემთვის ოქროა, აბა ჩალის ფასი რომ ჰქონდეს, რამდენ რამეს დაწერდა კაცი! […]