შვიდი ეჭვი კორონავირუსზე – „შეიძლება დღევანდელი გმირები ხვალ ჩვეულებრივ მატყუარებად მოგვეჩვენოს“ – ზაურ ნაჭყებია

6,451 წაკითხვა

უკვე ენის მოჩლექით საუბრის დრო არ არის-აშკარაა „კოვიდ-19“ მა თავისი საქმე თითქმის გააკეთა. უკვე გვეუბნებიაბ, რომ პანდემიის დამარცხებას წლები სჭირდება და ჩვენც კორონავირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს! ეს იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვების რეჟიმი მუდმივად იარსებებს და ჩვენც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ!

ბოლოდროინდელი რეგულაციები, განსაკუთრებით, საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში საგანგებო წესების დარღვევისთვის დაწესებულ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის უზომოდ მკაცრ სანქციებს (განმეორებითი დარღვევისთვის – პატიმრობა 6 წელი) ითვალისწინებს, გვაფიქრებინებს, რომ ტოტალიტარული კონტროლი სახეზეა, რომ ადამიანები თანდათან კარგავენ იმ მინიმალურ უფლებებსაც კი, რომელსაც ისინი „კოვიდ19“-ის გამოჩენამდე ფლობდნენ.

მთავრობა პირდაპირ გეუბნება, როცა მინდა ჩაგკეტავ სახლში (არ მაინტერესებს შიმშილით მოკვდები, დეპრესიისგან გული გაგისკდება თუ ფსიქიკურად შეიშლები), როცა მინდა გამოგიშვებ, ოღონდ, სოციალური დისტანცია უნდა დაიცვა და სრული ეკიპირებაც უნდა გქონდეს. თუ არ დამემორჩილები, 6 წლით მოგიწევს საპატიმროში ყურყუტიო!

ბუნებრივია, საზოგადოების უმეტეს ნაწილში ასეთი მკაცრი შეზღუდვები, უპირველესად, შიშის სინდრომის დამკვიდრებას უწყობს ხელს, რომელიც ადვილად სარწმუნოა, რომ უსიტყვო მორჩილებაში გადაიზარდოს!

ადამიანი დგება არჩევანის წინაშე: ან გააპროტესტოს (რომლის ნიშანწყალსაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ) და თავიდანვე აგრძნობინოს, რომ დღემდე არსებულ მინიმალურ თავისუფლებას ასე იოლად არ დათმობს, ან მკაცრი სანქციების შიშით კაპიტულაცია გამოაცხადოს!

არაფერს ვამბობ ეკლესიის (სააღდგომო ლიტურგიის ) გარშემო ხელოვნურად ატეხილ ისტერიაზე, ავტომანქანების გადაადგილების უაზრო აკრძალვაზე და საგანგებო წესებით გათვალისწინებულ სხვდასხვა არაეფექტურ ღონისძიებებზე!

მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილმა კრიზისულმა პროგრამამ კი დაგვარწმუნა, რომ მოსახლეობის უმეტესობას უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრება მოუწევს და ეს პროცესი თანდათან კიდევ უფრო დამძიმდება!

სამწუხაროდ, მითი ჩვენს მზრუნველ მთავრობაზე, უალტერნატივო კრიზის-მენეჯერზე (რამდენჯერმე მეც გამისვამს ხაზი გახარიას კარგ მენეჯერობაზე) მაღალპროფესიონალ და ჩვენი სიცოცხლისთვის თავგადადებულ ე.წ. „ტროიკაზე“ (გამყრელიშე, იმნაძე, ცერცვაძე,) შეიძლება მალე დაიმსხვრეს. განსაკუთრებით საზოგადოებას აღიზიანებს ზემოთხსენებული პატივცემულ ეპიდემიოლოგების ბოლოდროინდელი რიტორიკა, რომელსაც აშკარად დაკვეთის (პოლიტიკური განცხადებების ) სუნი ასდის!

ექიმებს აქვთ უფლება პროფესიული რეკომენდაციები მისცენ ხალხს, მაგრამ, პროფესიონალიზმი მთავრდება იქ, სადაც კატეგორიული მოწოდებები ისმის!

ჩვენ უდიდესი მადლიერებით უნდა დავაფასოთ ინფექციონისტთა სიცოცხლის რისკის ფასად გაწეული თავდადება მოყვასის სიცოცხლის გაფასარჩენად, მაგრამ, როცა საქმეში ერთვება პოლიტიკა, ხოლო, მიუხედავად ეპიდაფეთქების თავიდან აცილებისა, დღითიდღე მკაცრდება შეზღუდვები, უკვე გარკვეული ეჭვებიც ჩნდება!

ეჭვი ადამიანის ნეგატიური თვისებაა. ხშირად იგი ავადმყოფობაშიც გადადის (ზეეჭვიანი ადამიანები, თუმცა, არსებობს ცნება „გონივრული ეჭვი“, რომელიც ინტუიციასთან ერთად გარკვეული ინფორმაციების შეჯერებას ემყარება.

სწორედ, გონივრული ეჭვიდან რამდენიმეს დავასახელებ:

ეჭვი №1: რატომ იქცეოდა მთავრობა საწყის ეტაპზე ასე მოზომილად – პრაქტიკულად სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, რამაც გაზარდა ხალხში მისადმი სიმპათიები, ხოლო, მოგვიანებით, არადექვატურ შეზღუდვებზე (კატასტროფული ჯარიმები საგანგებო სიტუაციის დარღვევისთვის, კომენდანტის საათის დაწესება ღამის საათებში, ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა, რამაც არანაირი ეფექტი არ მოგვცა) გადავიდა.

განსაკუთრებით ავტომანქანებით გადაადგილებამ ძალიან შეუშალა ხელი სასოფლო რაიონებს საგაზაფხულო სამუშაოების შესრულებაში.

არსებობს ვერსია, ეს მთავრობას იმისთვის დასჭირდა, რომ ნდობა მოეპოვებინა ხალხში და მერე ნელ-ნელა გაემკაცრებინა შეზღუდვები.

ამაში ძალიან დიდი დახმარება გაუწია ე.წ. „ტროიკა“-ს და კვალიფიციური ინფექციონისტების ავტორიტეტმაც!

თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც: საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩვენთვისაც მოიცალეს და ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები მათი დირექტივებით ხორციელდება.

ჩემის აზრით, მეორე ვერსიას უფრო აქვს არსებობის უფლება!

ეჭვი №2: მთავრობამ მზაკვრულად გამოიყენა ექიმების ავტორიტეტი ეკლესიის წინააღმდეგ და წინასააღდგომო ისტერიის სცენარი მათი მხარდაჭერით გაითამაშა! სწორედ ექიმებისგან წამოვიდა ერთი კოვზით ზიარების აკრძალვის მოთხოვნა, რომელსაც შემდეგ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების აკრძალვის მოთხოვნაც დაემატა. არადა, სააღდგომო ლიტურგიამდე მრევლმა ისედაც აჩვენა, რომ სოციალურ დიატანციას ყველაზე კარგად ეკლესიები იცავდნენ!

მადლობა ღმერთს, მგონი გადავრჩით წინასწარ დაანონსებული „ეკლესიის კლასტერისგან“, რომელსაც ძალიან ესწრაფოდნენ ულტრალიბერასტები და ეკლესიის ხილული თუ უხილავი მტრები!

ეჭვი №3: რატომ აიკრძალა გარდა მარკეტებისა და აფთიაქებისა, სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტების საქმიანობა – ხომ შეიძლებოდა აფთიაქებისა და მარკეტების მსგავსად სოციალური დისტანციის დაცვა და გაკონტროლება?

მიზეზიც და მიზანიც გასაგებია – მაქსიმალური დისკომფორტი და შეზღუდვებთან მოსახლეობის შეგუება!

ეჭვი №4: თუ „კოვიდ-19“-ის გავრცელების მასშტაბები რეალურია და ახლა ღრმადპატივცემული ინფექციონისტები გვიმტკიცებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულს შესაბამისი სიმპტომი შეიძლება არ აღმოაჩნდეს, მაშინ როდის გვეცოდინება რეალური სტატისტიკა. იქნებ, იციან კიდეც, მაგრამ, მალავენ, რომ დაინფიცირების დაბალი სტატისტიკით მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვები გამართლდეს?!

ეჭვი №5: ადამიანების უსახსროდ,უმოძრაოდ,უნუგეშოდ გამოკეტვა, რომელიც ფსიქიკურ აშლილობას, დეპრესიას იწვევს და საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გადავადება ხომ არ არის საბოლოოდ მოსახლეობის დაჩმორების (მოთვინიერების პრიცესის წარმატებით გაგრძელების) მიზანი მისი შემდგომი რობოტიზაციისთვის?!

ეჭვი №6: ადამიანებში არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კოროავირუსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გაზვიადებულია და იგი მსოფლიო ძალებს თავიანთი მზაკვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად სჭირდებათ, რომლის საბოლოო მიზანი პლანეტის მოსახლეობის შეთხელება და მასებზე ტოტალური კონტროლის დამკკვიდრებაა.

გვინდა, არ გვინდა, საქართველოს მთავრობაც ამ მზაკვრული გეგმის მძევალია!

არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შემდგომი ეტაპი ჩიპიზაციის მოთხოვნა იქნება, ანუ ტოტალური ელექტრონული კონტროლი – ხალხს არ დაუტოვებენ არჩევანის საშუალებას – ვინც არ მიიღებს, ის ვერ შეჭამს „პურს“!

ეჭვი №7: ის, რომ საქართველოს მთავრობა სიტუაციის მძევალია, იქიდანაც ჩანს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად 3 მილიარდ დოლარამდე დახმარებას მივიღებთ (?! ეს არის სწორედ ის მახე, საიდანაც იწყება სპეციალური დირექტივების რეალიზება, რასაც საბოლოოდ საზოგადოებას თავისუფალი ნების ბოლომდე დაკარგვა მოჰყვება!

P.S. დაახლოებით ორი კვირის წინ ვწერდი,რომ შეიძლება დადგეს დრო, დღევანდელი გმირები ხვალ-ზეგ ჩვეულებრივ მატყუარებად მოგვეჩვენოს-მეთქი. სამწუხაროდ, აქეთკენ მივდივართ და ეს არა მარტო მძევლის მდგომარეობაში მყოფ მთავრობას ეხება!

 P.S.S. ძალიან ბევრ ინფორმაციას ვეცნობი დღევანდელ უხილავ ჭირთან დაკავშირებით.ვეცნობი და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვაანალიზებ კიდეც. სურათი ძალიან მძიმეა, უფრო მძიმეა პეტსპექტივა, რაც ამ აჟიოტაჟს მოჰყვება, თუ ალტერნატიული ძალები დროულად არ ამოქმედდებიან და კაცობრიობა საკუთარი ნებით კაპიტულაციას გამოაცხადებს!

Next Post

„ვინმე ტრანსგენდერს თვითმკვლელობა უცდია-საქმე იქამდეც მივიდა, რომ..“

კვი მაი 3 , 2020
6,451 წაკითხვავინმე ტრანსგენდერს თვითმკვლელობა უცდია და ატეხილია ერთი ამბავი – არა მე დავეხმარები, არა მეო… იქეთ ვატიკანის წარმომადგენლებს გაუკეთებიათ განცხადება: კორონავირუსის გამო ტრანსგენდერთა თემს კლიენტები აღარ ჰყავთ, შემოსავლის გარეშე დარჩნენ და მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთო! აქეთ საქართველოს პროტესტანტი ერესიარქები (სონღულაშვილი და ,,მეუფე” რუსიკო) დარაზმულან მათ დასახმარებლად და ა.შ… საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა განცხადება […]

შესაძლოა მოგეწონოთ