„თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო..“ – გიორგი გახარია

1,224 წაკითხვა

ჩვენი წარმატების საფუძველი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და გამოწვევის დაძლევა, ეკონომიკის ეფექტური, სწრაფი აღდგენა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა დავიცვათ საჯაროობის და ტრანსფარენტობის მაღალი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი საქმიანობის ყოველდღიურ რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, საზოგადოებას ყველა შეკითხვას გასცენ პასუხი.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ვმოქმედებთ ყოველდღიურად, საგანგებო მდგომარების პირობებში და რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი კანონი გვაძლევს საშუალებას, გარკვეული დაშვებები საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებების თვალსაზრისით, ასე თუ ისე, ეფექტურობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, დროში გადავდოთ, მაგრამ მე, თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ის შესაძლებლობა, აღარ ვართ ფორსმაჟორში, ვმართავთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომაროებას და ვიწყებთ უკვე ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხორციელებას, თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, საზოგადოების ყველა კითხვას, რომელიც შეეხება, როგორც საგანგებო მდგომაროების პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიძლება იყოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი, ამა თუ იმ კომპანიას რატომ მიეცა ნებართვა და რატომ არ მიეცა სხვას, სხვადასხვა სახის შეკითხვები შეიძლება იყოს, რატომ ჩაიკეტა ეს ქალაქი და არ ჩაიკეტა სხვა, რატომ მივიღეთ ზოგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთი შეხედვით მკაცრი შეზღუდვები. თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, აბსოლუტურად ღიად და ტრანსფარენტულად, ყველა ამ შეკითხვას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, გავცეთ პასუხი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Next Post

„ახლა „ქართულ ოცნებას“ გახურებული საარჩევნო კამპანია აქვს“ - ნინო ბურჯანაძე

ორშ მაი 4 , 2020
1,224 წაკითხვა„დაიწყეს განცხადებების გაკეთება, რათა შეგვაგუონ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად არ იქნება, მაგრამ ახლა „ქართულ ოცნებას“ გახურებული საარჩევნო კამპანია აქვს, განსაკუთრებით იყენებენ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ცნობილ ადამიანებს,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი პანდემიურ ვითარებას წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს. „ნათლად ვხედავ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ პანდემია გამოიყენოს წინასაარჩევნო პერიოდისთვის, გამოიყენოს […]