„ცოტნეს სამუდამო ინვალიდობა ემუქრება, დრო მიზანმიმართულად ნუ გაგყავთ“ – მანანა არჩვაძე-გამსახურდია

1,359 წაკითხვა

მანანა არჩვაძე -გამსახურდია, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ წერს:

„სამი თვე ისე გავიდა, რომ ცოტნეს დამტვრეულ თავის ქალაზე არავითარი მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჩატარებია, ტვინი რომელიც მოკლებულია აღქმას, ემოციებს, გარემოში ვერ ერკვევა, მეტყველება ნულის დონეზეა, ცენტრალური ნერვული სისტემა რეაგირების გარეშეა და სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა… ,

მისი ზონდერ მხარდამჭერები დუმილს ამჯობინებენ, სამი თვის გაცდენა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს სამუდამო ინვალიდობას უქადის, რაც ტერაქტის დამკვეთების და მხარდამჭერების მიზანი იყო, თუ ცოტნე სიკვდილს გადაურჩებოდა!!!

ფაქტიურად მისი ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია. მსოფლიოში თუ რამ შესაძლებლობა არსებობს გირჩევთ გამოიყენოთ, რათა ცოტნე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამოვიდეს, დრო მიზანმიმართულად ნუ გაგყავთ, თავს ვერაფრით გაიმართლებთ !!! წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთი, მკვლელი, მხარდამჭერი, საზოგადოებისგან უმძიმეს პასუხს მიიღებს.“

Next Post

„კაბინეტების მაძიებელი არ ვარ - ალერგია მაქვს კაბინეტებზე“ - მიხეილ სააკაშვილი

ორშ მაი 4 , 2020
1,359 წაკითხვასაქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკი რამდენიმე დღეში რომელიმე თანამდებობაზე მის დანიშვნას გამოაცხადებს: „ვფიქრობ, უახლოეს ერთ-ორ დღეში, პრეზიდენტი ზელენსკი რამე კონკრეტულს გამოაცხადებს. მე თანამდებობების, კაბინეტების მაძიებელი არ ვარ. ალერგია მაქვს კაბინეტებზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Украина 24-ის ეთერში. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რომელ სფეროში მიიღებს თანამდებობას. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი […]