„წელს რუსეთი, 200-200 ლარს უგზავნის ყველა ვეტერანს, საქართველოში“

1,542 წაკითხვა

აი რატომ ლამის ააყირავა სახლში, კუსტარულად გაკეთებულმა “ნიუსფრონტმა” მთელი სოროსული @ჭურნალისტიკა- არაპროფესიონალები ხართ ბიძია, თქვენ!! “რუსთავი 2”, მაინც გაოგნებული ვარ, როგორ დაიჯერეთ ის, რაც გაუშვით – აშკარად დაგტროლეს, დაგცინეს და ეჭვიც არ შეგეპარათ )) ბიჯო, ან გაიკითხე, გამოიკითხე, რა არის ფონდი “Русский мир”, როგორ შეიძლება, მან ასეთი აბსურდი დააფინანსოს და თან საიდან, ვის უნდა ჰქონდეს ამდენი რესურსი, რომ დრონებით გეორგიევსკის დროშამ გადაუფრინოს თბილისს… მაგრამ უბედურება რაშია, ხალხო, იცით? უმეტესმა თქვენგანმა ეს სამაისო თუ სააპრილო ხუმრობა დაიჯერა! თორემ “რუსთავი 2” კარგად დაისაჯა – ახლა მაინც გამოჩნდა, რომ ყველაზე აბსურდულ, ბენდუქიძის ენაზე რომ ვთქვათ @@@ დაიჯერებენ, ოღონდ კი ეს აბსურდი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების წინააღმდეგ იყოს მიმართული!

ან ეს ვალერი ჩეჩელაშვილი რა საცოდაობაა, რონდელის ფონდის “უფროსი მკვლევარი”)) გახსოვთ ალბათ, სალომე ზურაბიშვილის პირველი დიდი ხუშტური – ჩვენი ელჩები ჩოხებში რომ გამოაწყო და ვალერი ჩეჩელაშვილი, კოსტაიას პახოდკით, მისი დანახვის გამო ღადაობის ხასიათზე მოსულ პუტინს რომ გადასცემს რწმუნებათა სიგელს… ვალერი-ჩოხოსანო, რა შენი საქმეა პუტინის და რუსი პენსიონერების ურთიერთობის კრიტიკა? )) ხომ არ დაგავიწყდა, რამდენია საქართველოში პენსია და რუსეთში რამდენია, მით უმეტეს, ვეტერანებისთვის? წელს რუსეთი, ერთჯერადი დახმარების სახით, 200-200 ლარს უგზავნის ყველა ვეტერანს, საქართველოში. მაგრამ ამას როგორ დაინახავ… ის ალიკა რონდელი, საცოდავი, იდეოლოგიური მტერი იყო, გლობალისტი, მაგრამ ჭკუა მოეკითხებოდა, სერიოზული შეფასებების გაკეთება შეეძლო… ჰოდა, რად გადააქციეთ მაგ კაცის მიერ დაარსებული ფონდი? ბატონო ირაკლი მენაღარიშვილო, ნუთუ ვერ ხვდებით ვერაფერს?..

დაბოლოს, “ნეტგაზეთი” – “რუსთავი 2”-ის ტექსტური ფილიალი, რომელიც ამ არხის ჟურნალისტის ხელით შექმნეს სოროსელებმა სპეციალურად მართლმადიდებლობის დისკრედიტაციისთვის და ლგბტ-მოძრაობის შეფარული პროპაგანდისთვის –
უმჯობესია, ნახევარი საათი რომ მალაპარაკეთ ტელეფონზე “ნიუსფრონტის” თემაზე, ეგ გაუშვათ სრულად!

გულბაათ რცხილაძე

Next Post

კოკა ყანდიაშვილის პირველი გამოხმაურება ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით

ოთხ მაი 6 , 2020
1,542 წაკითხვაჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ეხმიანება მისი და ქართული ოცნების კავშირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ 2014 წლის შემდეგ ის საჯარო სამსახურში აღარ მუშაობს. „2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან […]