კოკა ყანდიაშვილის პირველი გამოხმაურება ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით

1,289 წაკითხვა

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ეხმიანება მისი და ქართული ოცნების კავშირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ 2014 წლის შემდეგ ის საჯარო სამსახურში აღარ მუშაობს.

„2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ.

ახლო მომავალში, ჩემს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთად, უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას. ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ ფეისბუქთან, გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა“. აცხადებს კოკა ყანდიაშვილი

Next Post

კიდევ ერთხელ, გამარჯვებიდან 75 წლის თავზე, მივულოცოთ ერთმანეთს 9 მაისი!

ოთხ მაი 6 , 2020
1,289 წაკითხვაახლოვდება 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული, რომელსაც დიდი სამამულო ომის ვეტერანები ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით ელიან. მაგრამ წელს ეს დიდი თარიღი საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში მოხვდა. არ ფუნქციონირებს საქალაქო ტრანსპორტი, ქალაქებს შორის მიმოსვლა აკრძალულია, ასევე აკრძალულია ერთდროულად სამ  ადამიანზე მეტის შეკრება. ამიტომ, წელს, სამწუხაროდ, ვერ შედგება „საქართველოს უკვდავი ჯარის“ მსვლელობა, როგორც ამას შარშან ჰქონდა ადგილი. მაგრამ აკრძალული არ და ვერ იქნება […]