„საქართველოს ხელისუფლებისგან ველოდებით, რომ დროულად გააცნობიერონ თუ რამდენად..“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს,  თუ რა საფრთხის შემცველია ანტირუსული ისტერია.

„საქართველოს ხელისუფლებისგან ველოდებით, რომ დროულად გააცნობიერონ თუ რამდენად საზიანო და საფრთხის შემცველია ანტირუსული ისტერიის გაგრძელება. ბოლოსდაბოლოს, მნიშვნელოვანია მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს, რამაც თავად ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია აღშფოთება.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, შეიქმნება საჭირო პირობები რუსეთის მიერ მიღებული გამაფრთხილებელი ზომების, მათ შორის საქართველოში ავიაგადაზიდვების აკრძალვის გაუქმების შესაძლებლობის განსახილველად. ჩვენ გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა რუსეთის და საქართველოს მოქალაქეთა საკეთილდღეოდ” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ მისი პარტია 2020 წლის არჩევნების შემდეგ ერთპარტიული მმართველობის შანსს დაკარგავს“

ოთხ ივლ 17 , 2019
წაკითხვა: 71 „ქართული ოცნების“ კრიზისის საბოლოო დადასტურება – ბიძინა ივანიშვილმა დღეს თავად აღიარა, რომ მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთპარტიული მმართველობის შანსს დაკარგავს, დამოუკიდებლად ვერც საპარლამენტო უმრავლესობას დააკომპლექტებს და ვეღარც მთავრობას. ივანიშვილი მოკავშირეებს ეძებს, წინასწარ არ ამბობს ვისთან ფიქრობს გარიგებას, თუმცა აანონსებს, რომ არასდროს ითანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობასთან“. ბიძინა ივანიშვილის ამ ფრაზამ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარდა ყველასთან ითანამშრომლებს – ბევრი […]