„ჩვენი მკითხველის, საქართველოს მეომრების და ვეტერანების  საყურადღებოდ!“ – ოფიციალური განცხადება

1,630 წაკითხვა

ლალი ცერაძე – „ჩვენი მკითხველის, საქართველოს მეომრების და ვეტერანების საყურადღებოდ!“

ვაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას!

ჩვენს საიტზე „მედიაპრესი“ 2020 წლის 22 აპრილს გამოქვეყნდა სტატია  საქართველოს მფრინავ – სლავა ჯაბუაზე, სათაურით „ქართული ცის უცნობი გმირი -სლავა ჯაბუა- აფხაზების მიერ წამებით მოკლული ქართველი მფრინავი“, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების დიდი ინტერესი და ყურადღება გმოიწვია. ამ პუბლიკაციის შინაარსი შეთანხმებული იყო სლავას ოჯახთან, რომლებმაც მოგვცეს მასზე ინტერვიუ  და გადმოგვგზავნეს  მისი სურათი, რომლებიც ინტერნეტსივრცეში პირველად გამოქვეყნდა.

სლავა ჯაბუას დაბადების დღეზე 26 აპრილს,  ჩვენი სტატიის შეცვლა და ფაქტების ფანტაზიით და დამახინჯებით გადმოცემა, რეალობის შეცვლით, მოახდინა თავის ფეისბუქ-გვერდზე მოქალაქე ნუგზარ ქებურიამ.  შესაძლოა მან ეს გააკეთა გაუთვითცნობიერებლად და შეუგნებლად, მაგრამ არანაირი კავშირი მის ნოველებს არ აქვს სინამდვილესთან. ის პირები, რომლებიც არიან მის ნოველაში ნახსენები, ჩვენი აზრით, ბატონი ნუგზარის ფანტაზიის ნაყოფია და ამის შესახებ მან თავად გააკეთა განცხადება საკუთარ გვერდზე, ჩანაწერი აიღო კიდეც გვერდიდან  და ვიღაც უცნობების მიერ დაწერილ მასალად გამოაცხადა.

სამწუხაროდ, ნუგზარ ქებურიას ჩანაწერი, რამდენიმე საიტზე და გვერდზე  გაზიარდა დამახინჯებული სახით და ვთხოვთ ყველას ეს მასალები აიღონ თავისი გვერდებიდან და ნუ შეიყვანენ მკითხველს შეცდომაში. ეს ხომ ჩვენი მძიმე ისტორიული წარსულია და თითოეულ სიტყვას გაფრთხილება სჭირდება.  შეიძლება ის ადამიანები, რომლებლებიც ნამდვილად ფლობენ სლავა ჯაბუას შესახებ ინფორმაციას და სურთ დაგვიკავშირდნენ მისი დაკრძალვის ადგილის შესახებ დაბრკოლდნენ და საზოგადოებაში გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია. და თუ იქ აღწერილი სლავას მდგომარეობა და წამების ფაქტები ნამდვილია და ბატონი ნუგზარ ქებურია არის თვითმხილველი, ვთხოვთ სამართალდამცველი ორგანოები დაინტერესდნენ ამ საკითხით.

ამავე დროს, გაცნობებთ, რომ ინტერნეტსაიტ „მედიაპრესის“ ვეტერანის გვერდზე ქვეყნდება მხოლოდ ექსკლუზიური  პუბლიკაციები პირველი პირების ჩაწერით და არ ვსარგებლობთ სხვისი მასალით.

ინტერნეტსაიტების  მიერ სტატიის გაზიარება უნდა მოხდეს მთლიანად ავტორის და წყაროს მითითებით  და არა დამახინჯებული სახით და საკუთარი ინტერპრეტირებით, რაც იწვევს ისტორიული ფაქტების დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.  გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები და საკუთარი ენერგია და „ნიჭიერება“ გამოხატოთ სხვა საქმიანობაში!

პატივისცემით, ავტორი ლალი ცერაძე და „მედიაპრესის“ ადმინისტრაცია.

Next Post

„ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ გააძევეს უკრაინიდან, თმების თრევით“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

შაბ მაი 9 , 2020
1,630 წაკითხვა„ადამიანმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ შემდეგ როგორ სამარცხვიოდ გააძევეს ის უკრაინიდან, თმების თრევით, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნვას. ღარიბაშვილის თქმით, ესაა სააკაშვილის მხრიდან „მორიგი მცდელობა, რომ მისი რეინკარნაცია მოხდეს.“ ძალიან მოკლედ გეტყვით, ჩვენ ვიხილეთ […]