2,204 წაკითხვა
ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სანამ გააჩერებენ, ან გაჩერდება ამ პოსტზე – მანამდე შეგვიძლია ავუხსნათ ხოლმე, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის თანამდებობის პირი პარტიული მიზნებით ნუ ერევა.
მაგრამ მაინც ჩაერევა…
არაფერს შეცვლის ეს დანიშვნა. უმნიშვნელო თანამდებობა მისცეს – მაგას სულთნობა უნდა.
ქაოსია ახლა კორონას გამო უკრაინაში – ვერ გაიგებ რომელი ოლიგარხი რას თამაშობს“, – წერს ჩერგოლეიშვილი