„არ დაიჯეროთ…“ – ირინა სარიშვილი

3,642 წაკითხვა

ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში:

„არ დაიჯეროთ რომ საქართველოს მთავრობამ არ იცის რა პოსტზე დანიშნეს სააკაშვილი;

არც ის დაიჯეროთ რომ საქართველოს მთავრობა კონკრეტულად უკრაინას უპირისპირდება – მისი სამიზნე დასავლეთია;

ნუ დაიჯერებთ თითქოს საქართველოს მთავრობას მართლა ჰგონია, რომ რაიმე გავლენა ჰქონდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე…

საქართველოს მთავრობამ მშვენივრად იცის რას აკეთებს – ის უპირისპირდება დასავლეთს და ცივილური სამყაროსგან იზოლაციის გზით საქართველოს ერთადერთ “გზად” რუსეთს უტოვებს, ამისათვის კი ლეღვის ფოთლებად თავის უტვინო და უღირსებო ლაქიებს და მხარდამჭერებს იყენებს, რომლებიც ერთიმეორეზე უარეს სისულელეებს ბოდავენ და ვერც კი ხვდებიან, რომ მათ მასხრად ჩვენ კი არა, მათი სათაყვანებელი მთავრობა იგდებს.

ჩვენ თუ ხალხი ვართ და ჯერ კიდევ ერი გვქვია, ეს მავნებლები კორონას ისტერიასთან ერთად უნდა გავისტუმროთ და ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ. ლეღვის ფოთლებო! ქალიან–კაციანად მაგარ შარში ხართ და დაფიქრდით!“- წერს ირინა სარიშვილი.

 

Next Post

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები მატულობს

შაბ მაი 9 , 2020
3,642 წაკითხვაოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კორონავირუსის შემთხვევები 17-მდე გაიზარდა, კარანტინში კი 252 მოქალაქეა გადაყვანილი. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბის ცნობით, COVID-19-ით აფხაზეთში ერთი ადამიანია გარდაცვლილი, 2 კი გამოჯანმრთელდა.