პარასკევი , თებერვალი 22 2019
Breaking News
Home / მთავარი სიახლე / ის, რასაც ქართული პრესა არ აქვეყნებს

ის, რასაც ქართული პრესა არ აქვეყნებს

(არქივი)

არადა, საჭიროა იცოდეს განათლებულმა მკითხველმა, თუ, რა თქმა უნდა, აქვს პრეტენზია იყოს ობიექტური და არ დაუკარგავს საღად განსჯის უნარი, რა იწერება მსოფლიო პრესაში, როგორ ფასდება ესა თუ ის მოვლენა, ფაქტი, რომლებზეც ჩვენ მხოლოდ ცალმხრივი წარმოდგენა გვაქვს.

ვინ ვინ არის

სწრაფი კვებით მოწამლული პრეზიდენტი

“ლიტვას არ ეშინია რუსეთის თავდასხმის, რადგან არის ნატოს წევრი, _ განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კიევში ყოფნისას… _ დიახ, იმ ქვეყანას შეუძლია გადალახოს ნებისმიერი საერთაშორისო კანონი, უხეშია, აგრესიულია, მაგრამ არ გვეშინია, ჩვენ ვიცნობთ ამ მეზობელს. მისი ოკუპაციის ქვეშ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვცხოვრობდით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავის მივცემთ ჩვენი ოკუპირების უფლებას”.

სამწუხაროარომ გრიბაუსკაიტემ არ მოუთხრო უკრაინელებსროგორ იჩაგრებოდა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში თავისი ცხოვრების პირველი 45 წლის განმავლობაში.

ოკუპანტების ქუსლს ქვეშ მყოფმა დალიამ 1983 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იმავე წელს შევიდა საბჭოთა კავშირის კომპარტიის რიგებში. მავანი იტყვის, რომ ეს იყო ახალგაზრდა ლიტველი პატრიოტი ქალის საიდუმლო გეგმა, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, შიგნიდან აეფეთქებინა საბჭოთა სისტემა. თუმცა საეჭვოა, რადგან შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის იმ ოფიცრის ოჯახიდან იყო, რომელიც სიცოცხლეს წირავდა ლიტველ ნაციონალისტებთან ბრძოლაში.

1983 წელს ვილნიუსში დაბრუნებული გრიბაუსკაიტე მუშაობას იწყებს უმაღლეს პარტიულ სკოლაში, კომუნისტებს ასწავლის პოლიტეკონომიას. სოციალისტური შეგნების ამაღლების მიზნით გრიბაუსკაიტემ 1988 წელს საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში, რომელიც მოსკოვში, სკკპ ცკ-სთან არსებობდა, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. შემდეგ ნიჭიერი ქალიშვილი მუშაობდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში ლექტორად და ხელმძღვანელობა მას კარგი თვალით უყურებდა.

თავისუფლებისა და დემოკრატიის გამარჯვებას ლიტვაში დალიას ცხოვრება არშეუცვლიაიგი დარჩა ლიტვის კომპარტიის რიგებში და გახდა სკკპ ცკვილნიუსის უმაღლესი პარტიული სკოლის მეცნიერიმდივანიშემდეგ მუშაობდაეკონომიკის ინსტიტუტში იგივე ჰიპოსტასით.

ყველა მისი კოლეგა აკადემიიდან თუ უნივერსიტეტიდანყველა მისი პარტიულიამხანაგი ერთხმად ამტკიცებდარომ აზრადაც არ მოსვლიათგრიბაუსკაიტეში სხვა ადამიანიც თუ იყო ჩასახლებული და იმ შინაგან ადამიანს გარეგანი ადამიანისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

გრიბაუსკაიტე ყოველთვის ტოვებდა სოციალისტური სამშობლოს შეგნებული დამცველის შთაბეჭდილებას. როცა დალია 1991 წელს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი) საერთაშორისო კურსებიდან დაბრუნდა, ბევრმა არ დაიჯერა, რომ თვითმფრინავის ტრაპიდან ტვინგადაბრუნებული ქალი ჩამოვიდა.

გრიბაუსკაიტეს სიტყვებში მოულოდნელად რუსეთისადმი და ყველაფერ რუსულისადმი ისეთი სიძულვილი და დასავლეთის ინტერესებისადმი მსახურების ისეთი მზადყოფნა ჩანდა, რომ დაეჭვდნენ, უნივერსიტეტში ფასტფუდით კვებამ მსმენელის ჰორმონებზე ნეგატიური გავლენა ხომ არ მოახდინა, ამან კი, თავის მხრივ _ გონებაზე.

პრეზიდენტ პოროშენკოში თანამოაზრე რომ იპოვადალიამ მასთან ერთადმოსკოვის დასაშინებელი კავშირის შექმნა დაიწყორადგან სწორედ რუსეთი ემუქრებათურმეთავისუფლებისმოყვარე უკრაინელ და ლიტველ ხალხებს.

გრიბაუსკაიტე ლანძღავს და თათხავს რუსეთს როგორც ტერორისტ სახელმწიფოს. “უკრაინა, _ აცხადებს იგი, _ იბრძვის მშვიდობისათვის მთელ ევროპაში, იღვწის ყველა ჩვენგანის დასაცავად. თუ ტერორისტ სახელმწიფოს, რომელიც განახორციელებს აგრესიას თავისი მეზობლის წინააღმდეგ, არ შევაჩერებთ, მაშინ აგრესია შეიძლება გავრცელდეს ევროპაშიც და მას იქითაც”.

მაგრამ უკრაინა გრიბაუსკაიტესთვის მხოლოდ საბაბია. მთელი მისი ყურადღება რუსეთისადმია მიპყრობილი. ქალბატონი ცდილობს თავისუფლებისმოყვარე, მაგრამ უდარდელი ევროპელი ხალხები აამხედროს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. “ვფიქრობ, რუსეთი არც ეცდება ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენ ნატოს წევრები ვართ. მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით, ვინმემ რომ დაგვიცვას. თუ ჩვენს საზღვრებზე რაიმე მოხდება, ჩვენ 24 საათში ვუპასუხებთ”, _ მრისხანედ აფრთხილებს რუსეთს დალია გრიბაუსკაიტე.

მარტო გაფიქრებაც კი შეგზარავს, როგორ უპასუხებს ლიტვის არმია რუსეთის აგრესიას “24 საათის განმავლობაში!” ეგებ, მართლა ასე ძლიერ იმოქმედა ამ ქალბატონზე ამერიკული ფასფუდით გაძლიერებულმა კვებამ?!

მრავალსახეობა კოლექტიური პორტრეტისა

ვიტალი კლიჩკომოკრივემაიდნის ყველაზე ცნობილი გმირიამჟამად კიევისმერიროგორ მიაღწია მან წარმატებასბევრისთვის უცნობია.

კარიერა ძმებმა კლიჩკოებმა ქურდი ავტორიტეტის ვიქტორ რიბალკოს, მეტსახელად რიბკას, ხელშეწყობით დაიწყეს. იგი 1990-იანი წლების ერთ-ერთი უმსხვილესი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო. დაიწყო დაკვეთილი მკვლელობებით, ქურდობითა და ძარცვით, და გარკვეული დროის შემდეგ თავისი კონტროლი დააწესა ნავთობისა და საბანკო ბიზნესზე. მალე რიბკამ შოუბიზნესს მოჰკიდა ხელი და თავისი მოკრივეები ამერიკაში წაასხა, პროდიუსერ დონ კინგს ჩააბარა. პრესა იტყობინებოდა, რომ კლიჩკოები თავიანთი შემოსავლის 50 პროცენტს რიბკას უტოვებდნენ, მაგრამ 2002 წელს მათ უარი თქვეს ამ ხარკის მიცემაზე, რითაც თავიანთი მფარველის 40-მილიონიან ვალი დაიდეს. ავტორიტეტი შეეცადა ამ ვალის მიღებას, მაგრამ ამაოდ. 2005 წელს რიბკა მოკლეს.

ახალი უკრაინის კიდევ ერთი გამორჩეული ლიდერი _ რადიკალური პარტიისხელმძღვანელი ოლეგ ლიაშკო. მისი რეპუტაცია ისეთია, რომ უარესს ვერც წარმოიდგენს ადამიანი. 1993 წელს დააპატიმრეს სახელმწიფო ქონების ქურდობისთვის, ხოლო 1994 წელს 6 წლით ჩასვეს ციხეში თაღლითობის ბრალდებით. კიევის გეითანამეგობრობაში ლიაშკო მთავარი ვარსკვლავიაპრესაშიდაწერესრომ ლიაშკომ დეპუტატად ყოფნის დროს წამლით გააბრუა დაგააუპატიურა 16 წლის ყმაწვილი.

არსენ ავაქოვიშინაგან საქმეთა მინისტრი. უკრაინული პრესის მონაცემებით, გადიოდა მკვლელობებისა და მტაცებლობის საქმეებში. ავაქოვის გუბერნატორობისას ბიუჯეტის უკანონოდ ხარჯვის მოცულობამ 120 მილიონ გრივნას გადააჭარბა. სანაცვლოდ _ მისმა პირადმა ქონებამ 400 მილიონ დოლარს მიაღწია. გამოძიების ვერსიით, სახელმწიფო მიწები გაყალბებული დოკუმენტებით გადაეცა ავაქოვის კერძო ფირმებს. ციხისთვის თავი რომ დაეღწია, ავაქოვი იტალიაში გაიქცა.

არსენ ავაქოვი მალე კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გადხა _ მცირეწლოვანთა გაუპატიურების ბრალი წარუდგინეს. მისი “მეგობარი” მაქსიმი ავაქოვის გაცნობის მომენტისთვის არასრულწლოვანი იყო. არსენა მისი “მომსახურებით” ორი წლის განმავლობაში სარგებლობდა, იტალიაში გაქცევის წინ კი მაქსიმი გადასცა პარტია “ბატკივშჩინიდან” თავის მეგობარს ალექსანდრ კირშუს.

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა მინისტრი დიმიტრი ბულატოვისაზოგადოებისთვის ცნობილი თავისი ყურის წყალობით გახდა. ეს ყური თითქოს მოაჭრეს უცხო პირებმა, რომლებმაც თითქოს გაიტაცეს “ავტომაიდანის” ლიდერი წლევანდელი იანვრის ბოლოს. გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე ბულატოვმა უარი თქვა. “მოჭრილი” ყური თავის ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო “დაუნდობელი ცემის” კვალი მის სხეულზე პირწმინდად გაქრა. თავისი გამტაცებლები ოპოზიციონერმა ვერ დაიხსომა. ეს მინისტრი სულ რამდენიმე წლის წინათ ღამის კლუბის უბრალო ადმინისტრატორი იყო და პარასკევობით გეისაღამოების მოწყობით იყო დაკავებული.

ქვეყნები

საქართველოევროპული პერსპექტივა როგორც პერსპექტივის უქონლობა

მმართველი კოალიციიდან “თავისუფალი დემოკრატების” პარტიის გამოსვლამ და, კერძოდ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გაოპოზიციონერებამ აშშ-ისა და ევროკავშირის მმართველ წრეებში ერთგვარი დაძაბულობა გამოიწვია. თბილისში იჩქარეს, დაემშვიდებიათ ევროკავშირელი პარტნიორები: ბრიუსელში ნოემბრის ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კვლავაც ერთგული დარჩება ნატოსა და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების, რაც გამოიხატება, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნასა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაში.

რას უქადის ეს ყველაფერი საქართველოს?

ევროკავშირთან ასოცირებით საქართველო განწირულია შიდა წარმოებისთანდათანობით გაქრობისა და ნეტოიმპორტიორის მდგომარეობაში უეჭველიგადასვლისთვის.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს სამრეწველო სექტორი თანდათან დეგრადირდება. ოფიციალური სტატისტიკით, ადგილობრივმა მრეწველობამ გამოშვებული პროდუქციის ერთგვარად გაზრდა შეძლო (ძირითადად ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში), მაგრამ მიწოდება მაინც დიდად ჩამორჩება მოთხოვნას, რომელსაც იმპორტი აკმაყოფილებს. უარყოფითი ტენდენციები ფიქსირდებოდა სოფლის მეურნეობაშიც. მაშინ, როცა ქვეყნის სამუშაო ძალის 54 პროცენტი აგრარულ სექტორშია დასაქმებული, ამ დარგის პროდუქციის როლი მშპ-ში 8 პროცენტზე ოდნავ მეტია. საქართველოსთვის, რომელიც გამორჩეულია ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, ასეთი შეფარდება კრიზისის მაუწყებელია.

საქართველოს მომხმარებლის სასურსათო კალათის 80 პროცენტიიმპორტირებული პროდუქციით არის შევსებულიშრომის ევროპული განაწილებასაქართველოს მომხმარებელ ქვეყნად გადააქცევსხოლო მისი საექსპორტოშესაძლებლობა რამდენიმე სახეობის საქონლის გადაყიდვამდე იქნება დაყვანილი.

ახალი საბაჟო წესების შემოღებით საქართველოს მოქალაქენი უშუალოდ იგრძნობენ ევროპული არჩევანის არაერთგვაროვნებას. საქართველოს პირობით ექსპორტში (უფრო ზუსტად, რეექსპორტში) 20 პროცენტი მსუბუქ ავტომანქანებს უკავია. ქვეყანა მსუბუქი, უპირველეს ყოვლისა, ევროპული მარკის ავტომანქანების გადატვირთვის და მეზობელ ქვეყნებში გაყიდვის პუნქტად იქცა.

საქართველოს ეკონომიკის მოხმარებაზე და არა წარმოებაზე ორიენტაციისპირობებში კერძო და სახელმწიფო მოხმარების ჯამური მოცულობა დაახლოებით90 პროცენტს შეადგენს. 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო2,618 მილიარდი დოლარის საქონელიმაშინროცა იმპორტმა 7,064 მილიარდიდოლარი შეადგინაუკანასკნელი წლების განმავლობაში განსხვავება იმპორტსა დაექსპორტს შორის სულ უფრო იზრდება. 2009 წელს სავაჭრო უარყოფითმაბალანსმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 2013-ში კი უკვე 4,446 მილიარდიდოლარი იყო.

ამასთანავე, როგორც ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ, ყველაზე ნაყოფიერი ეკონომიკური ურთიერთობა დსთ ქვეყნებთან ჩამოყალიბდა. 2013 წლის მონაცემებით, საქონელბრუნვა ამ სივრცეში უდრიდა 3,368 მილიარდ დოლარს (ექსპორტი _ 1,465 მილიარდი დოლარი, იმპორტი _ 1,902 მილიარდი დოლარი). მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს საქართველო დსთ-დან გამოვიდა, მისი ექსპორტი 2013 წელს თანამეგობრობის ქვეყნებში წინა წელთან შედარებით 29 პროცენტით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბალანსი კი ფრიად არასასურველია: ექსპორტი _ 539 მილიონი დოლარი, იმპორტი _ 2,056 მილიარდი დოლარი. საბოლოო ჯამში, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში 4,58 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საგარეო საქონელბრუნვის 49 პროცენტია.

“ქართული ოცნების” მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანას გამოიყვანს გაჭირვებული მდგომარეობიდან კონკურენტუნარიანი წარმოებისა და ექსპორტის გაზრდის სტიმულირებით. გაუგებარია მხოლოდ, როგორ დაეხმარება საქართველოს ევროასოცირება ამ ამოცანის გადაწყვეტაში მაშინ, როცა ღრმავდება დისპროპორცია ადგილობრივ წარმოებასა და მოთხოვნილებას შორის და როცა არსებობს უზარმაზარი დისპროპორცია იმპორტსა და ექსპორტს შორის. მხოლოდ აგრარულ კომპლექსში არის ერთგვარი საექსპორტო პოტენციალი, რომელიც, ამასთან, ორიენტირებულია რუსეთის ბაზარზე. ქართულ ღვინოებს და სოფლის პროდუქციას ევროპაში არავინ ელოდება. იმპორტზე დამოკიდებული, ადგილობრივი წარმოების არმქონე საქართველო, რომლის სამოქმედო არეალი შემოფარგლულია რეგიონთაშორისი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ნაკადების მომსახურებით, _ ასეთია საქართველოს ევროპული მომავალი.

ვარშავას ეშინიარომ უკრაინული ღვეზელის ნარჩენიც არ ერგება

ცოტა ხნის წინათ პოლონეთის სეიმის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვმა ვარშავას შესთავაზა ერთმანეთს შორის უკრაინის განაწილება. მალევე გაირკვა, რომ ეს ჭორი თვითონ სპიკერის მიერ იყო შეთხზული და გავრცელდა იმ მიზნით, რომ გაერკვიათ, როგორი რეაქცია ექნებოდა მსოფლიოს უკრაინის შესაძლო დანაწევრების შემთხვევაში. საპარლამენტო ოპოზიციამ ამ სკანდალის კვალზე სპიკერის გადადგომა მოითხოვა, მაგრამ სეიმმა უმცირესობას მხარი არ დაუჭირა _ 434 დამსწრე დეპუტატიდან ამ წინადადებას მხარი მხოლოდ 146-მა დაუჭირა.

20 ნოემბერს ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას სიკორსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ პოლონეთს შეუძლია უწინამძღვროს უკრაინას: “დასავლეთის სამხედრო კავშირი უნდა დაუბრუნდეს თავის ოდინდელ მისიას _ რუსეთის დაშინებას”.

უკრაინის ღირსების განქიქებაში რადოსლავ სიკრორსკის მხარი აუბა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ. Gazeta Wyborcza-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობა მან შეადარა დასავლეთევროპული ქვეყნების ურთიერთობას ყოფილ აფრიკულ კოლონიებთან. პოლონეთის “პირველმა დიპლომატმა სიტყვასიტყვით განაცხადა, რომ ნებისმიერი სერიოზული საუბარი უკრაინის მომავლის თაობაზე, რომელიც სერიოზული შედეგით უნდა დამთავრდეს, “მაგალითად, კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ, ჩვენი მონაწილეობით უნდა გაიმართოს. უკრაინის საკითხების განხილვა პოლონეთის გარეშე იგივეა, რაც ლიბიის, ალჟირის, ტუნისის, მაროკოს საკითხების გადაწყვეტა ფრანგების, იტალიელების, ესპანელების გარეშე”.

ყოფილი პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი ყოველთვის საყვედურობდა მთავრობას, რომ პოლონეთის საკითხში გაუბედაობისა და არამყარი პოზიციის გამო დაკარგეს “ანტირუსული ჯვაროსნული ლაშქრობის” ლიდერების რეპუტაცია. მისი აზრით, პოლონეთმა ძალიან სწრაფად თქვა უარი იმ როლზე, რომელიც აძლიერებდა მის ხვედრით წონას ევროპაში. იგი მიიჩნევს, რომ პოლონეთი, რომელიც რუსეთის შემდეგ უკრაინის ყველაზე დიდი მეზობელია, უკრაინის ბედის გადაწყვეტაში არ მონაწილეობს.

ვარშავის უკმაყოფილება იმის გამო, რომ მას პირიდან აცლიან უკრაინული ღვეზელის კუთვნილ ნაჭერს, ღრმავდება პოლონელების პრეტენზიით უკრაინის “ეროვნულ რევოლუციაში” მათი განსაკუთრებთლი დამსახურებიდან გამომდინარე. პოლონეთში მომზადებული უკრაინელი სტუდენტები (მომზადება ამერიკელების გრანტებით იყო დაფინანსებული) იყვნენ არა მხოლოდ მაიდნის ერთ-ერთი დამკვრელი ძალა, არამედ შედიოდნენ საშუალო მეთაურთა რგოლში. ბევრი მათგანი, გვარწმუნებენ პოლონური წყაროები, დამატებით მომზადებას გადიოდა სპეციალურ ბანაკებში და სემინარებზე.

ზოგჯერ პოლონეთშიც გაისმის ფხიზელი ხმები. ვიღაცას, ეტყობა, მაინც გასიგრძეგანებული აქვს, რომ რეგიონში რუსეთის ინტერესებისთვის გვერდის ავლა, პოლონელებს არ არგებს. მაგალითად, პოლონური გამოცემა Observator Polityczny აღიარებს: ჩვენ უგულებელვყავით ფაქტირომ უკრაინას აქვს საკუთარივალდებულებები და რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ინტერესებიუფრომეტიცუკრაინელები და რუსები ერთი ხალხიამათი უმრავლესობისთვის ამაშიდაეჭვებაც კი წარმოუდგენელიაჩვენ მხოლოდ ვაგებთროცა გვერდში ვუდგებითკიევის ახალ მმართველებს _ ძველ “კარგ” ოლიგარქებსდასავლეთი უკრაინასმხოლოდ ვნებას აყენებსმაგრამ ეს სიმართლე თვალსაჩინო გახდება გარკვეულიდროის გასვლის შემდეგ ისევეროგორც ნებისმიერი სხვა სიმართლემაგრამ მასუკვე ამჩნევენ თვით უკრაინელებიცრომლებიც ამ დღეებში სტვენით შეხვდნენთავიანთ წინამძღოლებს… ცუდი ისეთი რა გაგვიკეთეს რუსებმა და კარგი ისეთირა გაგვიკეთეს უკრაინელებმარომ გვიბრძანეს პირველნი უნდა გვძულდეს,მეორეებს უნდა მინიმუმ ვუთანაგრძოთ?”

სამწუხაროდ, ამგვარი საღი მსჯელობა დღევანდელ პოლონეთში გამონაკლისია.

ფაქტები

TACC: მოგების ამოუწურავი წყარო

საერთაშორისო სავალუტო ფონდში აშშის წამყვანი როლი” ვაშინგტონსკოლოსალურ მოგებას” აძლევს და იგი უნდა შეინარჩუნოს”, _ განაცხადავაშინგტონში აშშ ბეჭდვითი სიტყვის ეროვნულ კლუბში გამოსვლისას ქვეყნისფინანსთა მინისტრის ახალმა მოადგილემ საერთაშორისო საკითხებში ნათანშიტსმა.

მან მხარი დაუჭირა აშშ კონგრესის მიერ რაც შეიძლება სწრაფად მიღებას იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის სისტემის რეფორმირებისთვის.

თავის გამოსვლაში შიტსმა აღნიშნა, რომ “2010 წლის რეფორმები აშშ-ს შეუნარჩუნებს წამყვან როლს ორგანიზაციაში აშშ-ს მხრიდან ფინანსურ ვალდებულებათა გაზრდის გარეშე”.

ამ რეფორმების გარეშე, _ დასძინა მან, ქვეყნებმარომლებშიც ბაზრისფორმირების პროცესი მიმდინარეობსშეიძლება მზერა მიაპყრონ საერთაშორისოსავალუტო ფონდის და საერთოდ იმ საერთაშორისო ეკონომიკური სისტემისმიღმარომლის შექმნას ჩვენ შევუწყვეთ ხელიამან შეიძლება ფონდს შეურყიოსმთელ მსოფლიოში ფინანსურ კრიზისებზე “პირველი რეაგირების” სამსახურისუფლება დაამასთან, _ საკუთარ უშიშროებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზეზრუნვის შესაძლებლობა”.

USA TODAY: პოლიციელების მსხვერპლთა რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გამოძიების ფედერალური ბიუროს წლიური ანგარიშით ირკვევა, რომ ამერიკელი პოლიციელების მიერ მოკლული ადამიანების რაოდენობამ უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია.

სპეცსამსახურის მონაცემებითმოქალაქეთა რიცხვირომლებიც სამსახურებრივიმოვალეობის შესრულებისას სასიკვდილოდ დაჭრეს პოლიციელებმამესამეწელიწადიაიზრდება და 2013 წელს 461- მიაღწია.

ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც სისხლის სამართლის სამართალში მუშაობენ, ლაპარაკობენ, რომ რეალური ციფრი გაცილებთი მეტია. თუმცა ამ ტენდენციის მიზეზებს ვერ ხსნიან.

უპასუხისმგებლობააროცა არ გვაქვს სრული მონაცემები”, _ მიიჩნევენ ისინი.

REUTERS: “სამხრეთ ნაკადის” დაღრჩობით ევროკავშირი “მშრალზე დარჩა”

გაზსადენ “სამხრეთ ნაკადზე” რუსეთს უარი რომ ათქმევინაევროკავშირმასამხრეთაღმოსავლეთ ევროპის გაზით მომარაგების პრობლემა შეუქმნა. “სამხრეთი ნაკადი” დიდ პერსპექტივას უსახავდა ისეთ სახელმწიფოებს,როგორებიცაა სერბეთიბულგარეთი და უნგრეთი. იგი უზრუნველყოფდა უკრაინისთვის გვერდის ავლით გაზის საიმედო მიწოდებას, ტრანზიტული მოსაკრებლებით მათი ბიუჯეტების გაზრდას, აგრეთვე, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას მშენებლობაზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის იგი იქნებოდა “დაზღვევის პოლისი” უკრაინიდან სატრანზიტო მიწოდებათა შეწყვეტის შემთხვევაში.

“ამით ყველამ წააგო” _ ასე აფასებს შექმნილ ვითარებას ევროპული წყარო.

ახლა ევროკავშირი იმ ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას ეძებს, რომელიც “სამხრეთ ნაკადზე” უარის თქმის შედეგად წარმოიქმნა.

უმეტესობის აზრითსხვებზე მეტად სისოცხლისუნარიანია “ნაბუქოსმილსადენის ვარიანტირომლთიაც გაზი კასპიის რეგიონიდან თურქეთის,ბულგარეთისა და ავსტრიის გავლით ევროპაში შევათავის დროზე ამ ვარიანტზეუარი თქვეს მოთხოვნილების არარსებობის გამო.

ნებისმიერ შემთხვევაში ბრიუსელს მოუწევს სწრაფი რეაგირება: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა შველას სწორედ მისგან ელის, რადგან სწორედ ევროკავშირმა შეასრულა დიდი როლი “სამხრეთ ნაკადის” შესაჩერებლად.

REGNUMბრაზილიამ და ურუგვაიმ უარი თქვეს დოლარზე

ურთიერთანგარიშსწორების დროს დოლარზე უარის თქმის შესახებ შეთანხმება,რომელსაც ხელი მოაწერეს ბრაზილიისა და ურუგვაის ცენტრალური ბანკებისპრეზიდენტებმაძალაში შევიდა .. 1 დეკემბრიდანამიერიდანურთიერთანგარიშსწორებაში მონაწილეობს ბრაზილიური რეალი და ურუგვაისპესომსგავს შეთანხმებას ბრაზილიამ არგენტინასთან 2013 წლის შემოდგომაზემოაწერა ხელი.

სააგენტო Nodal (ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების ახალი ამბების სააგენტო) იუწყება, რომ შექმნილია კომისია, რომელიც მოამზადებს ადგილობრივი ვალუტებით ანგარიშსწორების შესახებ შეთანხმების პროექტს სამხრეთ ამერიკული საერთო ბაზრის ფარგლებში.

geworld.ge

(არქივი)

კომენტარები

Powered by themekiller.com