„ოცნება“ საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა“ – გიორგი მარგველაშვილი

1,870 წაკითხვა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ 1ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად.
მარგველაშვილი ივანიშვილის გუნდის მხრიხან 8 მარტის შეთანხმების შესაძლო ჩაშლას „დღის სტუმარში“ სტუმრიბისას გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა ეს პოლიტიკური ძალა. მე მგონია, რომ ახალ და განსაკუთრებულს არ ვამბობ, რადგან ეს საერთაშორისო თაღლითობა უკვე არის ის სტილი, რომელზეც ძალიან ნათლად მიგვითითეს საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე არაერთხელ – ეპისტოლარულად, ზეპირად თუ ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე და ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩვენ ვართ თაღლითების ერის, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
მისი თქმით, შეხვედრებზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე დისკუსიები იყო:

„მე მისაუბრია ადამიანებთან, ვინც ამ შეხვედრებზე დადიოდნენ და მათი პოზიცია, მათთვის ამოსავალი იყო ის დაპირებები, რაც ამ შეხვედრებზე გაიცა; და იმედი იმისა, ეს დაპირებები, რადგანაც ისინი არის გაცემული სხვაადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი მეგობარი ელჩების თანდასწრებით, „გადაგდება“ და მოტყუება არ მოხდება, ეს არის ოპოზიციის ამოსავალი“ – განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა.

Next Post

„ერთხელ ვარ შენახვედრი, კარგი პოლიტიკოსია“ - ზურა ჯაფარიძე პატრიარქზე

სამ მაი 12 , 2020
1,870 წაკითხვაზურა ჯაფარიძემ გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემა „უცნობის კიდობანში“ პატრიარქზე ისაუბრა. კითხვაზე, იცნობს თუ არა პატრიარქს, ზურა ჯაფარიძე პასუხობს, რომ ერთხელ შეხვდა და ესაუბრა: „ერთხელ ვარ შენახვედრი. 2013 წლის ბოლო იყო ალბათ, მაინტერესებდა, რას ფიქრობდა ქვეყანაში მიმდინარე რაღაცებზე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კარგი პოლიტიკოსია, დიდი გამოცდილების მქონე კარგი პოლიტიკოსია, რომელსაც ბევრი რაღაცები ესმის. გულწრფელი ვიქნები, პატრიარქს იმხელა ავტორიტეტი აქვს და ჰქონდა […]

შესაძლოა მოგეწონოთ