პარასკევი , თებერვალი 22 2019
Breaking News
Home / მთავარი სიახლე / „სოსო ოსორაულთან დაკავშირებით სიმართლის დასადგენად მუშაობა მიმდინარეობს“ – ლევან იზორია

„სოსო ოსორაულთან დაკავშირებით სიმართლის დასადგენად მუშაობა მიმდინარეობს“ – ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრის ლევან ოზირიას განცხადებით, სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის შესახებ სიმართლე სწრაფად დადგინდეს.

“პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ასე რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რაც შეეხება ოჯახის ინფორმირებას, ჩვენ მაქსიმალურად ვაწვდიდით ინფორმაციას. მათ შორის, მე ჩემი ინიციატივით შევხვდი მის ძმას. ამოცანა იყო ერთადერთი, რომ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ კოორდინირებულად მუშაობს თავდაცვის უწყება სხვა უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დადგინდეს სიმართლე. რა ინფორმაციაც გვქონდა, მივაწოდეთ ოჯახს. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის გამოძიების მიმართულებით, დიპლომატიური არხებით. ამ მუშაობის ფარგლებში რაც არსებობს ინფორმაცია, მივაწოდეთ ოჯახს”, – განაცხადა იზორიამ.

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ცოცხალია. კატო ოსორაულის თქმით, ქართველ მფრინავს ათი დღის წინ მისი ძმა ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი და კონგოს სამხედრო ძალების მიერ დაქირავებული პილოტი სოსო ოსორაული ადგილობრივმა მეამბოხეებმა 2017 წლის 27 იანვარს დაატყვევეს.

pia.ge

კომენტარები

Powered by themekiller.com