ქართველმა კანონიერმა ქურდებმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივლეს

1,675 წაკითხვა

უპრეცედენტო სარჩელი – ე.წ. კანონიერი ქურდები საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი სალომე ზურაბიშვილის ის განკარგულებაა, რომლის მიხედვითაც კრიმინალური სამყაროს რამდენიმე გავლენიან წევრს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

ამ აქტის გამო მათ სხვა ქვეყნებში გადაადგილება შეიზღუდა. რა სამართლებრივი საფუძველი უდევს პრეზიდენტის სადავო გადაწვეტილებას, მოსარჩელეებისთვის უცნობია.

მათი იურისტი ვარაუდობს, რომ ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ უცხო სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში საქართველოში დეპორტაცია არ განხორციელდეს.

“მოსარჩელეები არიან ე.წ. კანონიერი ქურდები, მოპასუხე მხარე არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს სრული მასალა, ქვეყნიდან განდევნა, მოკვეთა, იმის მოგონება, რომ თუ მას რაიმე სახის პასპორტი აღმოაჩნდა ყალბი, შენ აქ შეუწყვიტო საქართველოს მოქალაქეობა,  რომ მერე საქართველოში შემოსვლის საშუალება არ აქვს, დეპორტს ვერ განახორციელებს სახელმწიფო.

ეს ხერხი მოიფიქრეს მათ. რომ რამე დაემართოთ, ვერ ჩამოასვენებენ, იმიტომ რომ საბუთი აღარ აქვთ,” – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

მთავარი

Next Post

რა კადრები გაიპარა პირდაპირ ეთერში? – თაკო ჩარკვიანის მისია

ოთხ მაი 13 , 2020
1,675 წაკითხვა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ჩართვისას ჩანს, როგორ აწყნარებენ ნინო ბურჯანაძეზე გაბრაზებულ თაკო ჩარკვიანს კადრს მიღმა. კადრებში, შუშის ანარეკლში ჩანს, რომ უცნობი მამაკაცი აღელვებულ ჩარკვიანს ხელების ქნევით მოუწოდებს სიმშვიდისაკენ იმ დროს, როცა ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს „პოლიტიკანს“ და „თაღლითს“ ეძახის. „გადახედეთ გაფართოებულ მაგიდას, მითხარით, რამდენიმე ღირსეული ადამიანის გამოკლებით, როგორ შეიძლება, თქვენ დაიჯეროთ ოდესმე ბურჯანაძის ოპოზიციონერობა? გეკითხებით, ბურჯანაძე იღწვის, რომ დასავლეთი […]