3,851 წაკითხვა
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ჩართვისას ჩანს, როგორ აწყნარებენ ნინო ბურჯანაძეზე გაბრაზებულ თაკო ჩარკვიანს კადრს მიღმა.
კადრებში, შუშის ანარეკლში ჩანს, რომ უცნობი მამაკაცი აღელვებულ ჩარკვიანს ხელების ქნევით მოუწოდებს სიმშვიდისაკენ იმ დროს, როცა ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს „პოლიტიკანს“ და „თაღლითს“ ეძახის.
„გადახედეთ გაფართოებულ მაგიდას, მითხარით, რამდენიმე ღირსეული ადამიანის გამოკლებით, როგორ შეიძლება, თქვენ დაიჯეროთ ოდესმე ბურჯანაძის ოპოზიციონერობა?
გეკითხებით, ბურჯანაძე იღწვის, რომ დასავლეთი მოვიდეს? არა, ხომ? რუსეთი ყოველთვის მუშაობს საქართველოში პოლიტიკანების ხელით“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „360 გრადუსში“.