„არცერთ პარტიას არ მივეკუთვნები, მაგრამ უნდა ვთქვა…“ – ლევან რატიანი

2,825 წაკითხვა

არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ შეუძლებელი გააკეთა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ბატონ თენგიზთან ერთად შეუძლებელი გააკეთა და ამისთვის მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი. თითოეული ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგა – ადეკვატური იყო. მთავრობამ ამოცანა დასვა და დღეს ამ ამოცანის პასუხს ვიგებთ და ამის ერთ-ერთი მაგალითია ინფიცირებულების, გამოჯანმრთელებულების და ლეტალობის რაოდენობა. სადაც არ უნდა ვიყო, ყველაგან შემიძლია ვთქვა, რომ ეს კარგი შედეგი 100%-ით საქართველოს მთავრობის და სახელმწიფოს ყველა ჯაჭვის დამსახურება“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

Next Post

საჩუქარი ეკა კვესიტაძისგან - „ამ ყველაფრის ლოგიკას ვინც ამიხსნის“

ხუთ მაი 14 , 2020
2,825 წაკითხვაჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებით წერს: „ვინმემ აგვიხსნა, რატომ იხსნება მაგ. კოსმეტიკის მაღაზიები, მაგრამ არ იხსნება ფეხსაცმელის მაღაზიები? კოსმეტიკის გაყიდვა ხომ გაცილებით საფრთხილოა ახლა, ვიდრე ფეხსაცმლის. ე.ი. ფეხსაცმლის მაღაზიას არ ვხსნით, კომენდანტის საათი ისევ გვაქვს, სამი კაცი მანქანაში ვერ ვჯდებით, მაგრამ პირველი ქვეყანა ვართ, ვინც ტურისტებს კარს უღებს. ამ ყველაფრის ლოგიკას ვინც ამიხსნის, ჩემგან […]