„სააკაშვილი ყველგან შენელებული მოქმედების ნაღმია“ – ნანა დევდარიანი

1,516 წაკითხვა

„თუ ვინმეს რამე დაუშავა ზელენსკიმ სააკაშვილის ფიგურის გააქტიურებით, ეს არის საკუთარი თავი და ამას ძალიან გვიან მიხვდება. ნათქვამია, რომ ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, მაგრამ ზელენსკიმ, როგორც ჩანს, სხვის შეცდომაზე ვერაფერიც ვერ დაინახა“ – აცხადებს for.ge-სთან ინტერვიუში ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი:

„მე შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ოკეანის გაღმიდან უკარნახეს სააკაშვილის დანიშვნა. არ მიყვარს ზოგადად ასეთი კონსპირაციული თეორიები, მაგრამ იმდენი ხანი შეინახა იმ კაცმა და არჩინა ეს ლობისტები, რომ ეს კავშირები დღემდე მოყვება. იყო ერთი საყურადღებო მომენტი, არც ერთხელ ზელენსკის სააკაშვილის მხარდამჭერი არც ერთი საჯარო გამოსვლა არ ჰქონია, არც მასთან ერთად გამოჩენილა საზოგადოებაში, არც წერილობით არ მიუმართავს უკრაინის პარლამენტისთვის. რამდენადაც არ უნდა გამოუცდელი იყოს ადამიანი პოლიტიკურად, მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ სააკაშვილი სადაც არ უნდა დანიშნო, ის ყველგან შენელებული მოქმედების ნაღმია. სააკაშვილი ჯერ არც ვიცე-პრემიერობას არ დასჯერდებოდა და მერე რაღაც გაუგებარ თანამდებობას, მით უფრო არ დასჯერდება. ის ყოველთვის შეეცდება თვითონ გახდეს სიმძიმის ცენტრი“.

Next Post

„მივმართავ ყველა არასამთავრობო ვეტერანთა ორგანიზაციას, ყველა ვეტერანს“

კვი მაი 17 , 2020
1,516 წაკითხვა„მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მებრძოლი და თადარიგის ოფიცერი, ძალოვან სტრუქტურებში დიდი გამოცდილებით, კარგად ვაცნობიერებ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას, დღეს ყველაზე მეტად ვჭირდებით ქვეყანას და საკუთარ ხალხს“ – აცხადებს ემზარ ქვარიანი „მედიაპრესთან“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას. ქვარიანი ამბობს, რომ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა არასამთავრობო თუ პოლიტიკური ძალების გაერთიანების საჭიროება წარმოქმნა: „მივმართავ ყველა არასამთავრობო ვეტერანთა ორგანიზაციას, […]

შესაძლოა მოგეწონოთ