„ციხიდან პატრიაქრის მიმართ გიგი უგულავას მიერ გარკვეული გზავნილები იყო. ვის არიგებ ჭკუას, სად გაქვს იმდენი, რომ სხვა დაარიგო, – ასე მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, უგულავა და ოქრუაშვილი არ არიან პოლიტპატიმრები, თუმცა “მათ საქმეში პოლიტიკა, რომ ჩარეული იყო ჩანდა“.
„გათავისუფლება მივულოცე, ნებისმიერს მივულოცავ. რახან ეს მოხდა მე ვფიქრობ, რომ დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ და ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან. ეგენი, რომ გამოუშვეს შეიძლება ამერიკელებისთვის, რუსებისთვის, ან ევროპელებისთვის პოლიტიკური დევნილები იყვნენ. რისთვის იძახიან, რომ პოლიტიკური დევნილები არიან, იმიტომ იძახიან, რომ ხელისუფლების ბევრი რაღაც არ მოსწონთ. უშუალოდ მათ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი, მაგრამ პოლიტიკა რომ ჩარეული იყო ჩანდა. რურუას, რომ ტელევიზია აქვს მაგ ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში, თორე არც ვიცოდა ტელევიზიის მეწილე რომ იყო“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.