„ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ბევრად უფრო რეალური ხდება” – თინა ხიდაშელი

საქარველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორების ბოლო პერიოდის განცხადებები არ უკვირთ. თინა ხიდაშელი ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილს აფასებს. მისი განცხადებით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის მტრებთან ურთიერთობაში არიან შემჩნეულები.

„ასე აგდებით საუბარი წერილებზე, რომლებიც ამერიკის სენატიდან მოდის, უნდა დასრულდეს. ტედ კრუზი არის ერთ-ერთი იმ სენატორებიდან, რომელსაც ამერიკის ხელისუფლების ყველა შტო უსმენს, მათ შორის – თეთრი სახლი. ეს უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენაა. საუბარია იმაზე, რომ ამერიკის მტრებთან ურთიერთობაში არიან შემჩნეული საქართველოს დღევანდელი მმართველები“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სენატორების წერილი არის უპრეცედენტო, ვინაიდან ისინი პირდაპირ ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საეჭვო ფინანსურ გარიგებებში. საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები დღეს ღიად ლაპარაკობენ, რომ ახლა კიდევ უფრო რეალურია სანქციები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

„ეს უკვე აღარ ეხება 8 მარტის შეთანხმებას, დემოკრატიას ან სასამართლოს, ბევრად უფრო მეტია იქიდან გამომდინარე, რომ გავლენიანი კონგრესმენები და სენატორები რეალურად საქმის კურსში აყენებენ მაიკ პომპეოს, რომ საქართველოს ფაქტობრივი მმართველი კოლაბორაციაშია ირანთან, რუსეთთან და ეს ყველაფარი კეთდება ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოში. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ბევრად უფრო რეალური ხდება“, – განაცხადა ექსპერტმა გიორგი რუხაძემ.

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. კონგრესმენები წერილში საქართველოში ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით

„ფორმულა“

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *