Breaking News
Home / მთავარი სიახლე / „უგულავას, ჩვენს ყოფილ სტრიპტიზ მერს, პერსპექტივა არ გააჩნია“

„უგულავას, ჩვენს ყოფილ სტრიპტიზ მერს, პერსპექტივა არ გააჩნია“

ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე „ახალ თაობასთან“ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე საუბრობს.

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს და ხალხს ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს მათთვის. რაიმე პერსპექტივა აქვს უგულავას?

„არანაირი პერსპექტივა არ აქვს. პარლამენტში სააკაშვილის უშუალო მომხრეები, რომლებსაც რომან გოცირიძე ხელმძღვანელობს, ცოტანი დარჩნენ. უგულავას დაჯგუფების რეიტინგი 3%-ია. თუ ვინმე უჭერს მხარს ნაცებს, ისევ და ისევ სააკაშვილის ფრთას. შესაბამისად, უგულავას, ჩვენს ყოფილ სტრიპტიზ მერს, ლოს ანჯელესში რომ დადიოდა ნაგვის მანქანის შესარჩევად, სინამდვილეში კი თავის საძმოსთან ერთად კაზინოებში თამაშობდა, პერსპექტივა არ გააჩნია“.

თამაშობდა? მეგონა, სულ სხვა მიზნით დადიოდა.

„მაშინ დაიბეჭდა კიდეც, ნაცების მთელი ჯგუფი რომ ჩავიდა, ლოს ანჯელესის კაზინოში ატარებდა დროს. გახსოვთ, ცოლი რომ წაიყვანა სამშობიაროდ ვენაში, მაინცდამაინც საპრეზიდენტო აპარტამენტებში ცხოვრობდა უძვირეს სასტუმროში, სადაც დღიური ხარჯები ბევრად აღემატებოდა მერის ხელფასს. იმასაც შეგახსენებთ, რომ მასთან ერთად იყო ნაცების მთელი შემადგენლობა: გია ბარამიძე, გიგი წერეთელი და სხვები გულშემატკივრების სახით ჩავიდნენ იქ და ყოველმა მათგანმა იქაც კი შავი ჯიპი იქირავა, რაც ჯდებოდა ათასი ევრო დღეში. აი, რასთან გვაქვს საქმე“.

ის, რა რეიტინგი აქვთ ნაცებს საქართველოში, სააკაშვილის რეიტინგია?

„ნამდვილად. ვთქვათ, რომან გოცირიძე რომ არ ყოფილიყო იქ და ბოკერია ყოფილიყო, მაინც იგივე რეიტინგი იქნებოდა“.

გულიკო ბალაძე,

„ახალი თაობა“

 

კომენტარები

Powered by themekiller.com