კოსტავას 44 ნომერში, ლომბარდში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი 51 წლის სერგო ბლიაძეა

კოსტავას 44 ნომერში, ლომბარდში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი 51 წლის სერგო ბლიაძეა.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი ლომბარდში მისმა ცოლმა აღმოაჩინა. მანამდე, 51 წლის მამაკაცს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე სერგო ბლიაძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კარანტინის რეჟიმში მას ლომბარდი დაკეტილი ჰქონდა.

შესაბამისად, სწორედ დაკეტილ ლომბარდში მისულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან ვენები გადაიჭრა.

ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი

  • -

    პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

    საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების…

    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი

    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *