200 წლის შემდეგ დაბრუნებული ვალი

1,490 წაკითხვა

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლელა ბეგაშვილი ფეისბუქში წერს:

„კარგი ამბებიც ხდება მსოფლიოში.
1847 წელს ჩოკტოს ტომის ინდიელებმა შეიტყვეს ირლანდიაში საშინელი შიმშილობის შესახებ და გაჭირვებულთათვის 170 დოლარი შეაგროვეს- წარმოუდგენლად დიდი თანხა იმ დროისათვის .
ახლა, თითქმის 200 წლის შემდეგ, ინდიელები კორონავირუსით იტანჯებიან და მათი რეგიონი ყველაზე დაზარალებულ რეგიონად იქცა შეერთებულ შტატებში.
ყველასთვის მოულოდნელად, ირლანდიელებმა გადაწყვიტეს ,, ვალის დაბრუნება“ და მათ თითქმის 3 მილიონი დოლარი შეაგროვეს .
აი რამდენიმე ციტატა ირლანდიის სოციალურ ქსელებიდან:
„ირლანდიიდან სიყვარულით. თქვენ დაგვეხმარეთ, როდესაც არავინ დაგვეხმარა.“
,,სოლიდარობა ირლანდიის მხრიდან ”
,,გმადლობთ დახმარებისთვის 1800-იან წლებში. უფრო მეტს გავიღებდი , მაგრამ სამსახური დავკარგე.“
,,თქვენი წინაპრების გაკეთებულ სიკეთეს ზღაპრებივით გვიყვებოდნენ ბავშვობაში, მიხარია რომ შემიძლია მცირედი ვალი დაგიბრუნოთ .
ირლანდიას ახსოვს სიკეთე.“

Next Post

„პრემიერის ადგილი, ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა“ – ვინ არის თაკო ჩარკვიანის ახალი ფავორიტი

სამ მაი 19 , 2020
1,490 წაკითხვამივესალმები და დიდ პატივს ვცემ გრიგოლ ვაშაძეს და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი იყო და ახლაც ასე მივიჩნევ, მაგრამ არის პრემიერის ადგილი, რომელიც ზუსტად ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა, – ამის შესახებ  „კანონი და სამართალის“ დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. ჩარკვიანის შეფასებით,  გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ მსხვილ საფეხურზე უნდა გამოჩნდეს და ქვეყანამ მისი შესაძლებლობები […]