„მეტი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას“ – ირაკლი კობახიძე

1,167 წაკითხვა

„თქვენ იცით ჩვენი დევიზი, ეს არის – მეტი ვანო ოპოზიციას“, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. კობახიძის თქმით, ოპოზიციას წარმატების შანსი არც ერთ შემთხვევაში არ ექნება.

„თქვენ იცით ჩვენი დევიზი, ეს არის – მეტი ვანო ოპოზიციას. რაც მეტი ვანო იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა პარტიაში, მით უკეთესი. დანარჩენი ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. მათ არც ისე, არც ასე – არანაირი ფორმით არ აქვთ წარმატების შანსი,”- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება. თუმცა, როგორც „ნაციონალურო მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიაში საუბარი არ ყოფილა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

Next Post

„მკვლელობის ადგილზე მაინც მივიდნენ ჩემი მეგობრები..“ - რუსუდან შარაძე

ხუთ მაი 21 , 2020
1,167 წაკითხვა2020 წლის 20 მაისს, 13 წელი შესრულდა აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობიდან. ამასთან დაკავშირებით მისმა ქალლიშვილმა, რუსუდან შარაძემ ფეისბუქში წერილი გამოქვეყნა და მკითხველს მისი ემოციური მდგომარეობა გაუზიარა: „13 წლის წინ, გარდავიცვალე და ვიღაც ახალმა გავიღვიძე, ახალი პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით. საბოლოოდ, როგორ გავართმევ თავს, მომავალი გვიჩვენებს. სამწუხაროზე მეტია, რომ ამდენი დრო გავიდა, ამდენი რამ მოხდა და ჯერ კიდევ, ყველაფერი წინაა. ალბათ, […]