„ოპოზიციაში განხეთქილება დიდი ხანია უკვე დაწყებულია“ – რამაზ საყვარელიძე

4,036 წაკითხვა

ოპოზიციაში განხეთქილება დიდი ხანია უკვე დაწყებულია – ამბობს „რეზონანსთან“ ინტერვიუში ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით:

„სავარაუდოა, რომ ოპოზიციის შიგნით უკვე ჭიდაობაა დაწყებული. ლოგიკურია, რომ პარტიებს, რომლებსაც მეტი რეიტინგი აქვთ, უფრო მეტი პრეტენზიებიც გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ამბიცია აქვს და შეთანხმების იმედი ნაკლებად მაქვს. ამიტომაც ამაზე საუბარი არ სურთ. თითქმის ყველამ თქვა, მაჟორიტარად მივდივართო. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება, ასევე იმას, რომ პარტიების უმეტესობა საჭირო ხმების რაოდენობას ვერ აიღებს. კი იძახდნენ იქამდე არიქა პროპორციული სისტემა გვინდაო, მაგრამ ახლა თავისთვის ეს პროპორციული სისტემა არ უნდათ. ეს იმისთვის უნდოდათ, რომ ამით „ოცნება“ დაესუსტებინათ. პოლიტიკოსისთვის რომ პროპორციული სისტემა სახეირო არ არის, ახლა ჩანს. სახელიანი პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ხმების რაოდენობა თავად აიღონ. პარტიები ფაქტობრივად მარცხისთვის ჰყავთ მიშვებული. რახან იციან, რომ პარტიებს ნაკლები გასვლის შანსი აქვს, ამიტომ მაჟორიტარებად თავად გამოდიან. მგონია, რომ „ნაციონალების“ და „ევროპელების“ გარდა, დიდად ამ ოპოზიციაში პარტიებს გასვლის შანსები არა აქვთ. ამიტომ არის, რომ ვერაფერზეც ვერ თანხმდებიან და ვერც შეთანხმდებიან“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

Next Post

„უგულავა და ოქრუაშვილი არიან დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა“

პარ მაი 22 , 2020
4,036 წაკითხვა„უგულავა და ოქრუაშვილი, ესენი არიან  დამნაშავეები, რომლებიც შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა. ეს ყველამ ვნახეთ “ –  ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა „ღამის კურიერში“  სტუმრობისას. „მერე არ იყოს სალაპარაკო, ეს ცვლილებები რომ გვქონოდა, მოვიგებდით არჩევნებს, მე რომ ციხეში არ ვყოფილიყავი, დავბრუნდებოდი ხელისუფლებაში და ასე შემდეგ, ეს რომ არ იყოს სალაპარაკო, მათ ყველაფერი აქვთ. თუ ერთი […]