ევროკავშირი შესაძლოა კორონავირუსის გამო დაიშალოს – ჯორჯ სოროსი

1,937 წაკითხვა

მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის აზრით, ევროკავშირი შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის გამო დაიშალოს, თუ იტალიისა და სხვა ფინანსურად სუსტი წევრების დასახმარებლად უვადო ობლიგაციებს არ გამოუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

89 წლის ფინანსისტის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრა იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, ხოლო სანდო ვაქცინის შექმნის პროცესი ვირუსის სწრაფი ევოლუციის გამო შეფერხდება.

„თუ ევროკავშირი ახალ უვადო ობლიგაციების საკითხს არ განიხილავს, ის, შესაძლოა, არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდეს. ეს არა თეორიული შესაძლებლობა, არამედ ტრაგიკული რეალობაა“, – განაცხადა სოროსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Next Post

„ასე დაიწყო ომი ჩემთვის“ - თორნიკე გოგუაძის მოგონებები

შაბ მაი 23 , 2020
1,937 წაკითხვალალი ცერაძე ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“. გთავაზობთ სოხუმის ერთგული შვილების მოგონებებს ქალაქში მიმდინარე პროცესების და საომარი ვითარების შესახებ. მშობლიური კუთხის მიმართ გულში ყველას თავისი სიყვარული, გულისტკივილი და ნოსტალგია აქვს.  მცნება  „სოხუმელი“ დაკავშირებულია ზღვასთან, თოლიების გნიასთან,  გასაოცარ პეიზაჟებთან, ეგზოტიკურ ბუნებასთან, ტურისტებთან და მოსახლეობის ერთმანეთის მიმართ დიდ სიყვარულთან და პატივისცემასთან. აქ არ არსებობდა ეროვნების გარჩევა, ყველანი ლამაზი საპორტო ქალაქის […]

შესაძლოა მოგეწონოთ