„გვყავს უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელიც სერიოზული პრობლემაა“ – კახა კალაძე

1,957 წაკითხვა

„პოლიტიკური ველი პოლარიზებულია სამწუხაროდ და ეს ცუდია ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელიც სერიოზული პრობლემაა“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„მე როგორც პოლიტიკოსს და მმართველი პარტიის წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, ჩემთვის კომფორტულია ისეთი ოპოზიციის ყოლა, როგორიც დღეს გვყავს ქვეყანაში, მაგრამ მე ხომ არ უნდა გამოვიდე მხოლოდ ჩემი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან. ყველაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, არიან პოლიტიკოსები, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება ოპოზიციაში იყვნენ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა პასუხისმგებლობის წილი ოპოზიციაზეც მოდის.

„ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა გავიდეს მოსახლეობასთან, წარუდგინოს თავიანთი ხედვა, კონცეფცია, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა, სიმშვიდეში, სტაბილურობაში და არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებისა, ასევე ეკისრება ოპოზიციასაც,“ – აღნიშნა კალაძემ.

Next Post

„რა გვიკვირს, ვისი გვიკვირს, გარეულის?..“ - მაია ნიკოლეიშვილი

შაბ მაი 23 , 2020
1,957 წაკითხვასამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ეხმიანება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელშიც მან ეჭვი გამოთქვა საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებლებთან დაკავშირებით. „სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, ტოროსიანის სიცრუე-ღა გვაკლდა! „სამკუთხა წერილები“ ხომ „გაგვიჩალიჩეს“ მავნებელმა შიდა მტრებმა! „შინაურებმა“ გაგანია ეპიდემიის დროს სხვადასხვა კამპანიები ხომ წარმართეს; ჩვენი ექიმების დაკნინების მცდელობის, ქვეყნის გარეთ მყოფი მეტიჩრების მხრიდან გაუთავებელი „ჭკუის სწავლების“, სწრაფ ტესტებზე გაუთავებელი ისტერიკების, გარდაცვალების შემთხვევების დამალვაზე ბოდვების! რა […]

შესაძლოა მოგეწონოთ