„რა გვიკვირს, ვისი გვიკვირს, გარეულის?..“ – მაია ნიკოლეიშვილი

2,365 წაკითხვა

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ეხმიანება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელშიც მან ეჭვი გამოთქვა საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

„სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, ტოროსიანის სიცრუე-ღა გვაკლდა! „სამკუთხა წერილები“ ხომ „გაგვიჩალიჩეს“ მავნებელმა შიდა მტრებმა! „შინაურებმა“ გაგანია ეპიდემიის დროს სხვადასხვა კამპანიები ხომ წარმართეს; ჩვენი ექიმების დაკნინების მცდელობის, ქვეყნის გარეთ მყოფი მეტიჩრების მხრიდან გაუთავებელი „ჭკუის სწავლების“, სწრაფ ტესტებზე გაუთავებელი ისტერიკების, გარდაცვალების შემთხვევების დამალვაზე ბოდვების! რა გვიკვირს, ვისი გვიკვირს, გარეულის?!

ევროსტრუქტურებისა და კონგრესმენ-სენატორების დარად, რა იცის, ტოროსიანმა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს მავნებელი და ჯგუფური ფსიქოზით დაავადებული, ოპოზიციად წოდებული ნაცისტები ჰყავს აზის კისერზე წურბელებად, რომელთაც, რატომღაც, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებითაც ვინახავთ!
ისე,რა კარგი ანდაზა გვაქვს, ქართველებს; „ყვავი ნეხვზე იჯდა და ნისკარტს იწმენდდაო!“ – წერს მაია ნიკოლეიშვილი.

Next Post

„იმან გამახსენა, რომ „უცნობის“ გადაცემას ვუყურე..“ - რუსუდან შარაძე

შაბ მაი 23 , 2020
2,365 წაკითხვაარასდროს დამიჯერებია ჭორების, რომ ძმებმა გაჩეჩილაძეებმა ღალატი ჩაიდინეს. პირიქით, სულ მჯეროდა, რომ ისინი, თითქმის, ყველამ გაყიდა და ზოგადად, სააკაშვილი თუ მოგიგებს ნაძირლური ჭკუითა და არამზადობით, ეს ადამიანური მინუსი კი არა, პლიუსია. გულწრფელები მეჩვენებოდნენ, თორემ არც სიახლოვე მაკავშირებს და საერთოდ, არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, გარდა გამარჯობა-გაგიმარჯოსი. ახლა ხომ ზუსტად ვიცი, რომ არ ვცდებოდი. დღეს რომ ე.წ. ოპოზიციურ მაგიდასთან სვავები იკრიბებიან, […]