„კალაძემ გვიპასუხოს, ეს 3 თვე იშრომა თუ უსაქმურობდა?” – დავით ბერძენიშვილი

კახა კალაძემ გვიპასუხოს, ეს 3 თვე იშრომა თუ უსაქმურობდა? გიორგი გახარიამაც გვითხრას, როდის იქნება ტრანსპორტი?- აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

მისივე შეფასებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გარეშე რომ ფიქციაა ეკონომიკის ამუშავება და შემოსავლის გაჩენა, ეს ხომ ყველას ესმის.

„სამი თვის განმავლობაში როგორ მოემზადა თბილისის და სხვა მუნიციპალიტეტების მერია, ეკონომიკის სამინისტრო? რაიმეს გვეუბნებიან? ავტოპარკი მოამზადეს? შეისყიდეს? ადგილები ტრანსპორტში მონიშნულია? დისტანციის დაცვით მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, მატარებელი მზადაა?

რომში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად, სპეციალურად ვიკითხე ახლა. ასე იქნება სხვაგანაც ევროპაში, რომელიც იხსნება ჩვენსავით. მორჩა საგანგებო მდგომარეობა.

კალაძემ ამაზე გვიპასუხოს, იშრომა ეს სამი თვე თუ უსაქმურობდა? გახარიამაც გვითხრას, როდის იქნება ტრანსპორტი?

ვერ დადის ხალხი სამსახურში, ბაზარში, ვერსად. სახელმწიფო ფაქტიურად არაფერს აძლევს და არც თავის რჩენის საშუალებას აძლევს.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად უნდა აემუშავებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ეტაპობრივად მაინც“, – წერს სოციალურ ქსელში დავით ბერძენიშვილი.

იპნ

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *