“ივანიშვილის პარლამენტი და საპარლამენტო უმრავლესობა რომ დაკოდილია, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ თვითდაკოდვას თუ ასე უტიფრად გამოაცხადებდნენ თუნდაც ორთვიანი ვადით, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა.
ჩხარტიშვილი პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებულ იმ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მთავრობას მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება, საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.
ამბობს, რომ ოპოზიცია ამ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ჩვენ გვყავს ავტორიტარული ტიპის მთავრობა, რომელიც საზოგადოებისთვის ახსნასაც არ კადრულობს ხოლმე და ჩხუბობენ ჟურნალისტებთან, თუკი ისინი კითხვებს უსვამენ სხვადასხვა შეზღუდვის ახსნასთან მიმართებით. საბრძოლი ძალიან ბევრია, პირველ რიგში ეს არის რეალური შიმშილის პრობლემა, რომელიც საქართველოს უდიდეს ნაწილს უდგას, ჩვენ კი ვაპირებთ ბრძოლას რომ საარსებო მინიმუმის სახით მათ გადაუხადონ კომპენსაცია, ყველა და არა მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულებს, – ამბობს ჩხარტიშვილი.
ჩხარტიშვილი ამბობს იმასაც, რომ ბრძოლას თანაგუნდელებთან ერთად განაგრძობს და ხვალ, თბილისის მერიასთან, ანას ბაღის დასაცავ აქციასაც შეუერთდება. “ლეიბორისტული პარტიის” წევრი კვირას, რაჭის გადასარჩენ აქციასაც გამართავს.